პედაგოგებს, რომლებმაც სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, სიახლეს სთავაზობენ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ზურაბ წულაია, ეროვნული საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელი ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე ლენტეხში.
მანდატურის ინსტიტუტი ამოქმედებიდან გასული მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში უკვე გახდა სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი.
2010 წელი პრაქტიკულად პირველივე დღეებიდან განათლების სფეროში რეფორმებით დაიწყო. რეფორმების ეგრეთ წოდებული მეორე ტალღის ძირითადი ღონისძიებების შესახებ პირველმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი რექტორი აირჩია. აკადემიურმა საბჭომ ალექსანდრე კვიტაშვილს ერთხმად დაუჭირა მხარი. ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ასრულებდა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები დასრულდა. აკადემიურმა საბჭომ ახალ რექტორად ალექსანდრე კვიტაშვილი აირჩია. არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა. ალექსანდრე კვიტაშვილს აკადემიური საბჭოს თორმეტივე წევრმა დაუჭირა მხარი.
თბილისში, სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში", აფხაზეთის განათლებისა და დასაქმების ორდღიანი ფორუმი გაიხსნა. ფორუმის მთავარი მიზანი რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაა. ფორუმის ორგანიზატორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი, რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებისთვის ლიმიტების თხოვნას აღარ აპირებს. მრავალი ოსი ახალგაზრდა უმაღლეს განათლებას სწორედ ამ ლიმიტების მეშვეობით იღებს.
ამ სახელწოდებით კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფმა 13 დეკემბერს საქართველოზე აგნარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღწერილი და შეფასებულია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და მოცემულია ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რეკომენდაციები.
9 დეკემბერს თბილისის სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდა ილიას უნივერსიტეტის პროფესორი სიმონ ჯანაშია. მან ისაუბრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის, მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე, რომელიც განათლების სფეროში 2010 წელს განხორციელებულ რეფორმას ასახავს.
დღეს 173-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა სკოლის მოსწავლეების პროტესტის გამო, რომელსაც პედაგოგებიც შეუერთდნენ. სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა უკმაყოფილება, მათივე განცხადებით, დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი მანდატურის დანიშვნამ გამოიწვია. მეათეკლასელების განცხადებით, ის პროცესი, რაც მათ სკოლაში მიმდინარეობს, მიუღებელია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მასწავლებელთა პროფესიული მომზადების ეროვნული ცენტრის თაოსნობით პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემის - იმავე ჩარჩო-დოკუმენტის - პრეზენტაცია მოეწყო. პროფესიული განვითარების სქემა სამინისტროს მორიგი ინიციატივაა.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available