მიშელ უელბეკის ქართული თაროც ივსება ნელ-ნელა. „ბრძოლის ველის განვრცობას“, „ელემენტარულ ნაწილაკებსა“ და „პლატფორმას“ უელბეკის მცირე ზომის წიგნი, ე.წ. შუალედური, გარდამავალი თხზულება, „ლანსაროტეც“ მივათვალოთ. შესაძლოა ეს წიგნი არ იყოს უელბეკის კანონიკური, უმთავრესი ტექსტი, მაგრამ მისი შემოქმედებით დაინტერესული მკითხველი არც ამ თარგმანს გამოტოვებს.
ახალი ქართული ფილმი, „გრძელი ნათელი დღეები“ გასულ კვირაში დამთავრებულ „ბერლინალეზე“ საავტორო კინოს ასოციაციის პრიზით აღინიშნა. ჩვენი მიმომხილველი გიორგი გვახარია ესაუბრა ფილმის ერთ-ერთ დამდგმელ რეჟისორს ნინო ექვთიმიშვილს.
დონ ჩერი კორნეტზე უკრავდა, უჩვეულო ზომის, ერთ ციცქნა ინსტრუმენტზე, რომელსაც თავად ჯიბის საყვირს ეძახდა. ორნეტთან ერთად მიზანმიმართულად ანგრევდა სტანდარტულ ჰარმონიულ თუ რიტმულ ფორმულებს და ე.წ. "ჰარმოლოდიკის" პრინციპს აყალიბებდა, სადაც ჰარმონია, რიტმი და მელოდია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ირჯებოდნენ, თუმცა თანასწორობასა და თანაარსებობასაც ახერხებდნენ.
16 თებერვალს დასრულდა ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის პროგრამებში 400 ფილმი, მათ შორის ქართველი რეჟისორების ნამუშევრები იყო ჩართული.
ამ კვირაში დიდი რუსი საოპერო მომღერლის, ფიოდორ შალიაპინის, დაბადებიდან 140 წელი შესრულდა.
ბერლინში მიმდინარეობს 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის პროგრამებში 400 ფილმი, მათ შორის ქართველი რეჟისორების ნამუშევრებია ჩართული.
"კაცი არსაიდან" - მეტწილად ამგვარად მოიხსენიებენ ხოლმე სქრიმინ ჯეი ჰოკინსს. მისი ცხოვრებისეული დეტალები ბურუსით გახლავთ მოცული. ისეთიც არავინ მოიძებნა, ბიოგრაფიული წიგნისთვის მოეცალა. ასე რომ, თუ რამის გაგება სურთ, მუსიკოსის იშვიათ ტექსტურ თუ ვიდეოინტერვიუებში იქექებიან. თუმცა ეს გზაც სახიფათოა, რადგან ყველაფრის უზომოდ გაბუქება და გადაჭარბება უყვარდა.
გოეთეს ინსტიტუტისა და dvv international-ის კავკასიისა და თურქეთის რეგიონალური ოფისის დააწესებული პრემია ყოველწლიურად გაიცემა.
7 თებერვალს გაიხსნა ბერლინის 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის პროგრამებში 400 ფილმი, მათ შორის ქართველი რეჟისორების ნამუშევრებია ჩართული.
წინანდალში მუზეუმის 49-წლიანი იჯარით გასხვისება გააპროტესტეს.
რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ დოკუმენტური კინოს რეჟისორები არჩილ ხეთაგური და მარი გულბიანი.
თბილისში კლასიკური მუსიკის კონცერტები ხალხით სავსე დარბაზებში ტარდება. მუსიკალური ცხოვრების დონის აწევა, სავარაუდოდ, დასავლეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების გასტროლებმა განაპირობა.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available