წინანდალში მუზეუმის 49-წლიანი იჯარით გასხვისება გააპროტესტეს.
რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ დოკუმენტური კინოს რეჟისორები არჩილ ხეთაგური და მარი გულბიანი.
თბილისში კლასიკური მუსიკის კონცერტები ხალხით სავსე დარბაზებში ტარდება. მუსიკალური ცხოვრების დონის აწევა, სავარაუდოდ, დასავლეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულეების გასტროლებმა განაპირობა.
გამომცემლობა "დიოგენემ" ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი გამოსცა. ესაა 1995–1996 წლებში უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის შორის გამართული დიალოგების კრებული, რომელიც კიდევ რამდენიმე იტალიელი მოაზროვნის წერილებითაა შევსებული. პირველი წერილი 1995 წლის 22 მარტს დაიწერა, როცა ჟურნალ Liberal–ის პირველ ნომერში უმბერტო ეკომ, აპოკალიფსის თემის წამოწევით, თავისი და კარდინალ მარტინის დიალოგის პირველი საკითხი დასვა. თუმცა, სანამ ამ საკითხს დასვამდა, ეკომ თავის თანამოსაუბრეს სთხოვა ტიტულების გარეშე მიეწერათ ერთმანეთისთვის, კარდინალოს, თქვენო აღმატებულებავ და ა.შ. მიმართვების გარეშე, რათა დიალოგი ისე წარმოჩენილიყო, როგორც აზრთა გაცვლა თავისუფალ ადამიანებს შორის.
25 იანვარს ვლადიმირ ვისოცკის დაბადებიდან 75 წელი გავიდა. ეს საიუბილეო თარიღი ყველამ თავისებურად აღნიშნა ჩვენშიც და, რა თქმა უნდა, არტისტის სამშობლოშიც. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, სოციალური ქსელები მისი ფოტოსურათებით, ლექსებითა თუ სიმღერებით აივსო. რუსეთში ხსოვნის კონცერტები გაიმართა და ტელევიზიით რამდენიმე გადაცემა დაეთმო.
30 იანვარს თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ელექტრონული წიგნების სახლის IT ჯგუფის ხელმძღვანელი, მწერალი სანდრო ასათიანი.
80 წელი შეუსრულდა საქართველოს სახალხო არტისტს, რუსთაველის პრემიის ლაურეტს, არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატს, კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას.
სამშაბათს საქართველო დაემშვიდობა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტ გურამ საღარაძეს.
ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა და რუსთაველის თეატრის მმართველმა სამსახურიდან წასვლის განცხადებები დაწერეს.
გარი ბარტონი პირველი ვიბრაფონისტი გახლდათ, რომელიც სოლო კონცერტებითა თუ დუეტის ფორმატით წარდგა მსმენელის წინაშე. პარტნიორები ბევრი ჰყოლია - რალფ ტაუნერი, სტივ სვოლოუ, დეივ ჰოლანდი, კით ჯარეტი და მრავალი სხვა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ტანდემი მაინც ჩიკ კორეასთან შედგა. ამ ორს ყველაზე "ინტელექტუალურ დუეტად" მოიაზრებენ. ძნელია არ დაეთანხმო, როცა, მაგალითად, "კრისტალურ სიჩუმეს" უსმენ - აკადემიურობით გამორჩეულ, ერთ-ერთ უდახვეწილეს და უნატიფეს ჩანაწერს.
გამომცემლობა პალიტრა L-მა, სერიაში, "ახალი ქართული ლიტერატურა", ანდრო ბუაჩიძის "ღამის ნათელი" გამოსცა, კრებული, რომელიც პოეტის მიერ 80-იანი წლებიდან დღემდე დაწერილ ლექსებს მოიცავს.
14 იანვარს მთელმა თეატრალურმა საზოგადოებამ ქართული თეატრის დღე აღნიშნა.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available