ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ გთავაზობთ საუბარს ოქტავიანუს ავგუსტუსის ეპოქის დიდ რომაელ პოეტზე, პოეზიაში სიყვარულის თემის დიდოსტატზე, პუბლიუს ოვიდიუს ნასოზე, ანუ ნაზონზე.
ქართველ კინორეჟისორს, სცენარისტს, მსახიობს, მხატვარსა და პოეტს რეზო ესაძეს 85 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით კინოთეატრ "რუსთაველის" წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა.
აქაც ბევრი სხვადასხვა ადამიანის ბედი ჩანს, ჩვეულებრივი ამბები, დრამები, ტრაგედიები... წიგნის ბოლოს კი რჩება კითხვა - რა ვუყო ყველაფერ ამას მე, მკითხველმა? ბავშვი, მართალია, საბოლოოდ სამშვიდობოს გამოდის, მაგრამ რეალურად არსებობს კი ომიდან გამოსასვლელი?
ლიტერატურული გადაცემა “წახნაგები” გთავაზობთ საუბარს ნორვეგიელ დრამატურგზე, რეჟისორსა და პოეტზე, თეატრში მოდერნიზმის დამფუძნებელზე, “რეალიზმის მამად” წოდებულ ჰენრიკ იბსენზე.
პირველი რესპუბლიკის დროინდელ კაფე-რესტორნებზე მოგიყვებით. შევარჩიეთ 10 კაფე-რესტორანი, რომლებიც გამორჩეულნი იყვნენ მაშინდელ ტფილისში. ცხადია, ამ ათეულს გარდა კიდევ უამრავი კაფე, რესტორანი თუ თავშეყრის ადგილი იყო პირველი რესპუბლიკის დედაქალაქში.
დარბაზში ბიონსეს და მის მეუღლეს ვერ ნახავდით. არც რიანა ჩანდა სადმე, არც ტეილორ სვიფტი, არც ადელი, არც კანიე. ეგ კი არა, არიანა გრანდემ მიიღო თავისი პირველი „გრემი“ და ისიც კი არ გამოცხადებულა.
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის უძველეს ძეგლზე, „გილგამეშის ეპოსზე“.
"ეს არის გამოფენა, რომელიც უნდა ნახო. ეს არის მათთვის, ვისაც სამშობლო უყვარს მითების დონეზე, არადა კარგია რომ უყვარდეს რეალური სამშობლო, ეს არის მათთვის, ვისაც არ უყვარს სამშობლო, (მეეჭვება რომ არ უყვარდეს, უბრალოდ, არ იცნობს) და შეუძლია მოვიდეს და გაიცნოს.
თბილისის კინოთეატრი „აპოლო“ 1909 წელს აშენდა და როგორც გიორგი გვახარიას სტუმარი, არქიტექტორი ნესტან თათარაშვილი ამბობს, არტ-ნუვოს სტილის უნიკალური ნაგებობაა.
ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა, 82 წლის პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი თბილისში ჩამოდის. მწერალი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერვანტესის ფონდის მოწვევით.
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს პერსონაჟზე, დონ კიხოტზე.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available