თბილისის კინოთეატრი „აპოლო“ 1909 წელს აშენდა და როგორც გიორგი გვახარიას სტუმარი, არქიტექტორი ნესტან თათარაშვილი ამბობს, არტ-ნუვოს სტილის უნიკალური ნაგებობაა.
ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა, 82 წლის პერუელი პროზაიკოსი და დრამატურგი, ნობელის პრემიის ლაურეატი თბილისში ჩამოდის. მწერალი საქართველოში წიგნის ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სერვანტესის ფონდის მოწვევით.
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს პერსონაჟზე, დონ კიხოტზე.
9 იანვარს სერგეი ფარაჯანოვს 95 წელი შეუსრულდებოდა. ის 1924 წელს თბილისში დაიბადა. საბჭოთა წყობისთვის მიუღებელი რეჟისორი ხშირად არის მოხსენიებული სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (КГБ) დოკუმენტებში, რომლებსაც უკრაინის უშიშროების არქივი ინახავს.
ერიკა და ულრიხ გრეგორებმა გასული წლის მიწურულს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას დაამთხვიეს ახალი წიგნის გამოცემა ქართულ კინემატოგრაფზე, თანაც სამ ენაზე.
ლიტერატურული გადაცემა "წახნაგები" გთავაზობთ საუბარს დიდი ამერიკელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატი რომანისტისა და ნოველის ჟანრის ვირტუოზის, ერნესტ მილერ ჰემინგუეის მრავალრიცხოვანი სატრფიალო თავგადასავლების შესახებ.
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ - ბოლო კინოთეატრი, რომელიც თითქმის 80 წლის წინ, 1939 წელს, სწორედ კინოს ჩვენების ფუნქციით აშენდა და მიხეილ ჭიაურელის ფილმით „დიადი განთიადით“ გაიხსნა.
ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს 2011 წლის ბუკერის პრემიის ლაურეატის, თანამედროვეობის უდიდესი ინგლისელი მწერლის, ჯულიან ბარნსის რომანზე „დასასრულის განცდა“
სახელოსნო შთამაგონებელი მუხის ხის ქვეშ; ხატვის, ფოტოგრაფირების და ზღაპრის წერის ტალანტი; შესანიშნავად მოქართულე გერმანელი მეუღლე და მოსიყვარულე შვილები, - გიორგი დუნდუა ამ პირობებში ქმნის თავისი სამყაროს ასლს ბერლინში. იქ ესტუმრნენ მას რუბრიკის ავტორი ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი ილია სამურგანიდი.
რა მოსდის ხელოვნებას, როცა ის მრავაწლიანი წნეხის და ცენზურის შემდეგ სამიოდე წლით თავისუფლდება?
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available