ჩვენი კორესპონდენტების მოკლე ვიდეორეპორტაჟები ქვეყნებიდან, რომლებშიც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მაუწყებლობს.
2013 წლის მთავარი მოვლენა საპრეზიდენტო არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება იყო. როგორც შარშან, ასევე წელსაც აქტუალური დარჩა დევნილებისა და სოციალურად დაუცველი პირების საკითხი.
30 დეკემბერს მთაწმინდის პარკში „საშობაო სოფელი“ გაიხსნა. 30 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ბავშვებს საშუალება ექნებათ „საშობაო სოფელს“ ესტუმრონ, ისრიალონ ყინულის მოედანზე. მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციას ბავშვებისთვის სპეციალური, ორკვირიანი გასართობი პროგრამა აქვს შემუშავებული.
30 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე. მან ისაუბრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების შეფერხების მიზეზებზე.
2013 წლის დეკემბრის შემაჯამებელ გადაცემაში გიორგი გვახარიას სტუმარი, უფლებადამცველი პაატა საბელაშვილი ისაუბრებს დეკემბრის მნიშვნელოვან მოვლენებზე.
საქართველოში, სოფელ ვეძათხევში მცხოვრები 11 ოჯახი სასწრაფო გასახლებას ითხოვს. მეწყრის შედეგად სოფელი უკვე წლებია გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადგილობრივ მოსახლეებს არა აქვთ შესაძლებლობა მიმართონ ექიმს ან შეიძინონ პროდუქტები.
27 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი აბაშიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიაუნის ეკონომიკური კვლევისა და კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ლარის ბოლოდროინდელი გაიაფების სავარაუდო მიზეზებზე.
26 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის რეგიონული კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი. მან ისაუბრა იმ პროექტის შედეგების შესახებ, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის სფეროში სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეხება.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available