ჩვენი კორესპონდენტების მოკლე ვიდეორეპორტაჟები ქვეყნებიდან, რომლებშიც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მაუწყებლობს.
1969 წლის 16 იანვარს, 20 წლის სტუდენტმა, იან პალახმა, პრაღაში თვითდაწვის აქტს მიმართა, 1968 წლის აგვისტოში ჩეხოსლოვაკიაში ვარშავის ხელშეკრულების სამხედრო ძალების შეჭრის გაპროტესტების მიზნით. მიღებული დამწვრობის შედეგად ის სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. პალახის დასაფლავების ცერემონია გადაიქცა მასობრივ დემონსტრაციად, რომელიც აპროტესტებდა საბჭოთა კავშირის მიერ "პრაღის გაზაფხულის" ლიბერალური რეფორმების ჩახშობას. პალახის პოლიტიკურმა აქტმა კიდევ ორ ჩეხს, იან ზაიცს და ევჟენ პლოცეკს უბიძგა საპროტესტო თვითდაწვისკენ მომდევნო თვეებში, რასაც სხვა კომუნისტურ ქვეყნებშიც მოჰყვა მსგავსი აქტები. 1989 წელს, პალახის სიკვდილის მეოცე წლისთავზე, მისი ხსოვნის პატივსაცემად გამართული თავყრილობა გადაიქცა მასობრივ ანტიკომუნისტურ საპროტესტო აქციად. ამან დამატებითი ბიძგი მისცა ხავერდოვან რევოლუციას, რომელმაც იმავე წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობას მიაღწია.
14 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესების მონიტორინგზე. "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" 2013 წლის მონიტორინგის ანგარიში მოამზადა.
13 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენელი ელისო ამირეჯიბი. მან ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თაობაზე, რომელიც მარტოხელა დედების სამართლებრივი სტატუსის შემოღებასა და სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შექმნას შე
ამ ორმა გენიოსმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა მსოფლიო საოპერო დასებს, მუსიკალურ ფესტივალებს - ვაგნერისა და ვერდის თაყვანისმცემლები ეჭვიანი ხალხი აღმოჩნდა.
თავისუფლების დღიურები - ჯეიმს დუი
გადავწყვიტეთ, 2013 წლის ხელოვნების 2 მთავარი მოვლენა - რიხარდ ვაგნერისა და ჯუზეპე ვერდის იუბილეები - გაგვემთლიანებინა და წარმოგვედგინა, როგორც ორი განსხვავებული მუსიკალური კონცეფციის ერთობლივი იუბილე. გადაცემის სტუმარია ფილოსოფოსი ლუკა ნახუცრიშვილი.
უძველესი ოქროს საბადოს გადასარჩენად სამოქალაქო პირებმა 10 იანვარს თბილისში, კომპანია RMG-ს ოფისის წინ აქცია გამართეს.
თბილისის მერიასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა გაეპროტესტებინათ. შეკრებილები აცხადებენ, რომ მშენებლობა ქალაქის მწვანე საფარს კიდევ უფრო შეამცირებს.
10 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო მაია ბუწაშვილი, ექიმი-ინფექციონისტი. მან ილაპარაკა ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებაზე, რომელიც C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდას ითვალისწინებს.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available