ჩვენი კორესპონდენტების მოკლე ვიდეორეპორტაჟები ქვეყნებიდან, რომლებშიც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება მაუწყებლობს.
20 იანვარს რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ორი ჟურნალისტი პოლიციამ სასტიკად სცემა და დააკავა, როცა ისინი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციას აშუქებდნენ. განთავისუფლების შემდეგ დმიტრი ბარკარმა და იგორ ისხაკოვმა ამ მოვლენების შესახებ ისაუბრეს. (რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ვიდეო)
21 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი. მან უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
19 იანვრიდან მოყოლებული, კიევში განახლდა დაპირისპირება დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის. 20 იანვარს, ღამით, დემონსტრანტებმა მილიციის კორდონებს ქვები და აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლები დაუშინეს. მილიციამ ცრემლმდენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შეტაკებების შედეგად ორივე მხრიდან 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 30-მდე მედიის წარმომადგენელია (პავლო ზუბიუკის ფოტოები, რადიო თავისუფლება).
ორგანიზაცია „მწვანე მუშტმა“ სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქცია მოაწყო. აქციის მონაწილეები საყდრისის ოქროს საბადოსთვის ძეგლის სტატუსის აღდგენას ითხოვენ.
კვირას კიევში შეტაკება მოხდა ასობით დემონსტრანტსა და პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმებს შორის.
თავისუფლების დღიურები - გიორგი ბოჭორიშვილი
ე.წ. “სუბკულტურები” მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოების და კულტურის განვითარებაში. სუბკულტურის ფენომენზე საუბრობენ გიორგი გვახარია და სალომე ასათიანი.
17 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმრები იყვნენ სამაუწყებლო კომპანია "ჰერეთის" დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იუროსტი გიორგი გოცირიძე.
21 იანვარს სრულდება 90 წელი ვლადიმირ ლენინის გარდაცვალებიდან. რა იციან დღევანდელმა ქართველმა მოსწავლეებმა რუსეთის ბოლშევიკური რევოლუციის ლიდერზე?
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available