ოჯახში ძალადობის შედეგად დახოცილი ქალები იყო თემა, რომელსაც 2014 წელს საზოგადოების ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეები ხელისუფლებისგან გადამჭრელი ზომების მიღებას მოითხოვდნენ.
დღევანდელი პროგრამის სტუმარი ნატა ფერაძე უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადაცემის დროს მისი სასამართლო მიმდინარეობდა... სამოქალაქო აქტივისტების იდეალები და ბედი გადაცემაში „გენდერული ამბები“. მარინა ვაშაყმაძის სტუმრები არიან ხელოვნებათმცოდნეები და სამოქალაქო აქტივისტები - ცირა ელისაშვილი და სოფო კილასონია.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ნათია ორაშვილი, თბილისში ჩატარებული არაერთი კლუბური საღამოს ორგანიზატორი. მან თბილისის ღამის ცხოვრებაზე და საკლუბო სცენაზე ილაპარაკა.
თავისუფლების დღიურები - გიორგი ოვაშვილი
გადაცემის მონაწილე: ლაშა ბაქრაძე (ისტორიკოსი).
დღევანდელ სიუჟეტში გასულ წელს გაწეული შრომის შედეგებზე ვისაუბრებთ: რა ცვლილებები შეიტანა პარლამენტმა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად კანონებში, როგორი იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა ცვლილებების უზრუნველსაყოფად.
30 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნიკოლოზ ლეგაშვილი, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" იურისტი. მან ილაპარაკა უსახლკარო მოქალაქეების უფლებებზე და მათ მიმართ ხელისუფლების ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობაზე.
გადაცემის თემები და მონაწილეები: 1. თავისუფალი თხრობა ბალანსის წინააღმდეგ - ნინო ბიგვავა (გადაცემა "ჩაის თემის" პროდიუსერი); 2. იცვლება თუ არა ბავშვებზე ზრუნვის სახელმწიფო პოლიტიკა - ჯაბა ნაჭყეპია (ბავშვთა და ახალგაზრდობის კეთილდღეობის კოალიციის ხელმძღვანელი).
დღეს „გენდერული ამბების“ თემაა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის გამსაზღვრელი ჯგუფის მუშაობის განახლების გადაწყვეტილება. ჯგუფი ოჯახში ძალადობის აღკვეთის უწყებათაშორის საბჭოსთან იმუშავებს და მასში გაერთიანდებიან ექიმები, ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ერგნეთში ბაზრობა და საახალწლო ღონისძიება მოეწყო. ბაზრობამ ერთი დღით იმუშავა და ადგილობრივმა ფერმერებმა სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაყიდეს. ერგნეთში მოწყობილ ბაზრობას ცხინვალში მძაფრი რეაქცია მოჰყვა. დე ფაქტო ხელისუფლებამ აქცია პროვოკაციის მცდელობად შეაფასა.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available