პროფესიით გასტროენტეროლოგმა ჯაბა ზარქუამ, რომელიც ამავე დროს აქცია “სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი და სამოქალაქო აქტივისტია, გადაწყვიტა, პაციენტები დროებით პირდაპირ რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში მიიღოს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა 14 ნოემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაზე ჩავარდნის შემდეგ მას სხვა გზა უბრალოდ აღარ რჩება.
„სახელმწიფო დღემდე ახორციელებს დისკრიმინაციას შშმ პირების მიმართ, რადგან, როცა ერთიანი პოლიტიკა აქვს ქვეყანას დეინსტიტუციონალიზაციის, შშმ პირები რჩებიან ამ პროცესის მიღმა“, - ამბობს მარი კორკოტაძე, ორგანიზაციის „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი.
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე თვლის, რომ საქართველოს პარლამენტის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ჩიხური, კრიზისული ვითარება შეიქმნა, როცა უმთავრესი როლი საზოგადოებას ენიჭება:
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით აღარ ჩატარდება. 113 მხარდამჭერი დეპუტატი არ მოიძებნა და 14 ნოემბერს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. კანონპროექტს „ქართული ოცნების“ დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით იმის თქმა, რომ დიმიტრი ხუნდაძემ ჩააგდო პროპორციული არჩევნების შესახებ კანონი, იგივეა რაც ვთქვათ, რომ "ბიძინა ივანიშვილს თავისი ჰალსტუხები და ფეხსაცმელები აუჯანყდა".
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, კანონპროექტის მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო.
პარლამენტში გადაიდო საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის კენჭისყრა. რას აკეთებენ დეპუტატები, როცა სიტყვით არ გამოდიან?
2020 წლის არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ 2019 წლის 24 ივნისს დადო - რამდენიმე დღეში ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების ფონზე ეს დაპირება საზოგადოებას თავად პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოუცხადა.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available