- ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე -ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს; - რუსეთის სპეცსამსახურების კვალი იკვეთება ბერლინში (2019 წელს) - როცა ხანგოშვილი მოკლეს და თბილისში (2015 წელს) - როცა ის დაჭრეს; - რატომ ამოიღეს მიზანში ზელიმხან ხანგოშვილი?
„ფორსაჟის“ შემდეგ „ტიტანიკის“ გადაღებები თბილისის ზღვაზე!
ყოფილ მკლავჭიდელ გიორგი როსტომაშვილს, წლებია, ახალი ინტერესი და მიზანი აქვს. 29 წლის ფიტნეს-ინსტრუქტორის ანგარიშზე უკვე გინესის თექვსმეტი რეკორდია. ბოლო რეკორდი რამდენიმე დღის წინ დაამყარა: ბათუმში ორასტონიანი გემი ერთი თითით დაძრა და რამდენიმე მეტრზე გასწია.
მეორე მსოფლიო ომის დროინდელი იშვიათი ფოტოები ნათელს ჰფენს პრაღის ისტორიის ბნელ პერიოდს.
პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქე, პანკისის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი. ხანგოშვილის ცხედარი სასაფლაომდე სოფელში მცხოვრებმა მამაკაცებმა მიაცილეს.
70 წლის წინ, 1949 წლის 29 აგვისტოს, საბჭოთა კავშირმა თავისი პირველი ბირთვული აფეთქება განახორციელა ყაზახეთში, სემიპალატინსკის პოლიგონზე. მას შემდეგ ოთხი ათწლეულის განმავლობაში ეწყობოდა აფეთქებები. დღეს დამოუკიდებელ ყაზახეთში საბჭოთა ბირთვულ ისტორიას ტრაგედიად მიიჩნევენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
კიევის სააპელაციო სასამართლომ ოთხშაბათს პატიმრობიდან გაათავისუფლა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, "რია ნოვოსტის" უკრაინული განყოფილების ხელმძღვანელი, კირილ ვიშინსკი. მას აღკვეთის ზომა შეუცვალეს ვალდებულებად პირველივე მოთხოვნისას გამოცხადდეს სასამართლოზე, ან პროკურორის წინაშე.
გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე ძველი კინოფესტივალი - ვენეციის ფესტივალი, რომელიც წელს 76-ედ ტარდება.
ანაკლიაში დასრულდა ოთხდღიანი ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელსაც სოფელი მთელი წელი ელოდა. უკვე მეხუთე წელია, რაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ადგილობრივებს ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულს აძლევს. რა მოლოდინები აქვთ ანაკლიელებს და მართლდება თუ არა მათი იმედები?
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available