ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი საქართველოში ისვენებს. NBA-ის ყველა დროის ყველაზე შედეგიანმა უცხოელმა მოთამაშემ აქტიური საკალათბურთო კარიერა სამიოდ თვის წინ დაასრულა, „დალას მავერიკსში“, სადაც 21 წელი გაატარა.
აქციის 45-ე დღეს, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები. როგორც სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრის ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლემ ეკა ჯაიანმა განაცხადა, არ შეჩერდება ბრძოლა უკეთესი საქართველოსთვის
სკოლის მოსწავლეები ჰიმნებს წერენ. შემდეგ მათ აკრიტიკებენ - ეს რა თაობა მოდის, რეებს მღერიანო. შემდეგ კი მოსწავლეები კონტრკრიტიკით პასუხობენ - თქვენს თაობას მიხედეთ, ჩვენ რა გვჭირსო. ჯიმი და ნიკო კი ამ ყველაფერს მიმოხილავენ.
ყველას, ვინც იხილა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის კადრები, ალბათ, ემახსოვრება კაცი მწვანე მაისურში, რომელსაც მალევე შეისრუტავს მისკენ მოძრავი სპეცრაზმის კორდონი. ვინ არის ეს მწვანემაისურიანი კაცი და როგორ იხსენებს ის 20 ივნისის ღამეს?
„რადიო თავისუფლების“ სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი გელა კვაშილავა.
დღეიდან ზონალური პარკირება ამოქმედდა, სად მოგიწევთ საათობრივად პარკირებაში ფულის გადახდა და რა დაგიჯდებათ ვიდეოდან გაიგებთ.
აბდული, სეიფულა და ზეინაბი პირველი ბავშვები არიან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ერაყიდან და სირიიდან სახლში დააბრუნა. ბავშვების მამა, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლი იყო, მოსულში დაიღუპა, დედას კი, როგორც ტერორისტის ცოლს, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available