რუსთავი 2-ის მთავარი იურისტი თამთა მურადაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. რას ყვება ის მომხდარზე?ვის არ უხდიან რუსთავი 2-ში ხელფასებს? როგორი გაგრძელება ექნება საქმეს?
რატომ არ არის ადვილი დედისა და თანამშრომლის სტატუსის ერთდროულად ტარება საქართველოში და, საერთოდ, დგას თუ არა დღის წესრიგში არჩევანი შვილსა და სამსახურს შორის? დასაქმებული დედები თავიანთ ყოველდღიურ სიძნელეებზე გვიყვებიან.
უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი კობახიძე არ იზიარებს ოპონენტების მწვავე შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით შემუშავებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.
რუსეთის აღმოსავლეთში, ციმბირის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც დაშავებულია რვა ადამიანი. აფეთქების გამო საჭირო გახდა მახლობელი ალუმინის საწარმოდან ხალხის ევაკუაცია.
„მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პროექტზე იმუშავეს ადამიანებმა, რომელთაგან არცერთს შეუხედავს მედიის გადმოსახედიდან ამ ცვლილებებისთვის. ყველაფერს შეხედეს მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და ასეთი მიდგომით ზიანდება მთლიანად მედიაგარემო".
ხელისუფლება ერთმანეთში ურევს დისკრედიტაციასა და დისკრიმინაციას, როცა ერთი მხრივ ლაპარაკობს წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკური ოპონენტის მადისკრედიტებელ, აგრესიულ, არაეთიკურ განცხადებებსა და სარეკლამო მასალაზე, მეორე მხრივ კი შემოაქვს რეგულაცია, რომელშიც ლაპარაკია „სიძულვილის ენაზე“.
„თქვენ გაგარინს გეძახიან და მგონი კოსმოსში დაფრინავთ“, - მიმართა მოქალაქემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სადისკუსიო სადისკუსიო ფორმატის, #სირცხვილიას წამყვანს და საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორს, შოთა დიღმელაშვილს.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ 20-21 ივნისის ღამის საპროტესტო აქციის დროს ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირები საპატიმროში მოინახულა. მისი შეფასებით, ისინი თავს ნორმალურად გრძნობენ, თუმცა არ ეძლევათ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის საშუალება.
„რა უნდა მოვთხოვოთ, როგორ უნდა ვესაუბროთ კერძო კომპანიებს შრომით უფლებებზე, რომ მათ არ შეუშალონ ხელი პროფკავშირების ჩამოყალიბებას, როცა მთავარი ხელისშემშლელი, მთავარი ექსპლუატატორი ქვეყანაში გვყავს სახელმწიფო კომპანია რკინიგზის სახით და თუნდაც „საქართველოს ფოსტის“ სახით", - გიგა ბექაური.
ლეგენდარული გერმანელი კალათბურთელი დირკ ნოვიცკი საქართველოში ისვენებს. NBA-ის ყველა დროის ყველაზე შედეგიანმა უცხოელმა მოთამაშემ აქტიური საკალათბურთო კარიერა სამიოდ თვის წინ დაასრულა, „დალას მავერიკსში“, სადაც 21 წელი გაატარა.
ჩამოტვირთე მეტი
No media source currently available