მხოლოდ ჰიტლერის ტიპის მტრის წინააღმდეგ იყო სტალინის რეჟიმი მომზადებული. მხოლოდ ნაცისტების მიერ მართულ ასეთ ბარბაროსულ ომს შეეძლო სტალინური ტირანიის გადარჩენა.
როდის დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე? ეს კითხვა ერთი შეხედვით გაკვირვებულს დატოვებს ადამიანს.
მას შემდეგ, რაც ევროპას ნაციონალურ-პოპულისტური ტალღა დაატყდება თავს, ხელისუფლებაში ავსტრიის „თავისუფლების პარტიის“ დაბრუნებას ბევრი ახსნის დროის უკუღმართობით და ბოიკოტზე გაფიქრებასაც კი ვერ გაბედავს.
კაპიტულაციის აქტზე განმეორებითი ხელმოწერა არ იყო სტალინის უბრალო კაპრიზი - ამგვარად მას უნდოდა მოკავშირეებისთვის ეჩვენებინა, რომ ვერმახტს ხერხემალი მისმა არმიამ გადაუტეხა და შესაბამისად ეს გამარჯვება პირველ რიგში მას და არა ვაშინგტონს ეკუთვნოდა.
1937 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ალბერტ შპეერი აღნიშნავს, რომ „გერმანულ და საბჭოთა პავილიონების შორის ჩუმი დიალოგი“ მიმდინარეობდა. 1945 წლის გაზაფხულზე მას არ გამოეპარება, რომ ეს „ჩუმი დიალოგი“ უკვე ჭეშმარიტ სასიყვარულო არიაში იყო გადაზრდილი...
იქნებ ჯობდეს, რომ აღდგომის დღესასწაულისთვის მზადებისას მაინც მორწმუნემ დროებით გვერდზე გადადოს როგორც მოგვიანებით გამოგონილი რიტუალები, ისე ობსკურანტიზმში ჩავარდნილი მღვდლების „რჩევები“ და ახალი აღთქმის კითხვას მიჰყოს ხელი...
რომელი უფრო ლეტალური იყო - წითელი თუ შავი ჭირი? რომელი სისტემა უფრო ტოტალიტარული იყო - სტალინისა თუ თუ ჰიტლერის?
თუ ფიურერის ბოლო 120 დღე არ უკვდავყოფს ჰიტლერის სახელს, იგი გერმანელების ილუზიისა თუ ამნეზიის წყარო გახდება. იმ ილუზიისა თუ ამნეზიისა, რომელსაც დღესაც „წყალს უსხამს“ ზოგიერთი ისტორიკოსად წოდებული იდეოლოგი და რომლის ნგრევას წარსულის მკვლევარნი კვლავაც ცდილობენ...
ბოლო ათწლეულების ე.წ. "გენოციდომანიის" პირობებში, სიტყვა „გენოციდი“ გახდა იდეოლოგიურად ძალზე დამუხტული ტერმინი და მისი გამოყენება ისტორიული მოვლენის აღწერისას მხოლოდ ხელს უშლის წარსულის გააზრებას.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მხოლოდ15-25 წლის შემდეგ დაიწყებს აუშვიცი ნელ-ნელა შესვლას დასავლეთის ისტორიაში და მხოლოდ 80-იან წლებში გახდება აბსოლუტური ბოროტების სიმბოლო.
2013 წლის იანვრის ბოლოს, მოსკოვში გაიმართა რუსეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის კრება.
თუ კედლის დაცემა გდრ-ის მოღრუბლურ ცაზე ცისარტყელასავით გამოჩნდა, დასავლეთის სხვა დედაქალაქებში ის კოკისპირულ წვიმად გადაიქცევა. ეს წვიმა უცბად გამოაღვიძებს ვაშინგტონს, ბონს, ლონდონსა თუ პარიზს.
ჩამოტვირთე მეტი