ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო ვალი ბოლო თვეების განმავლობაში ოდნავ შემცირდა, მისი მოცულობა მაინც სოლიდურია და, ბოლო მონაცემებით, 1 მილიარდ 800 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საგარეო ვალდებულებების მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართების თვალსაზრისით, საქართველო არ მიეკუთვნება უიმედო ქვეყნების რიცხვს, მაგრამ, საბიუჯეტო პრობლემების და ეკონომიკური ზრდის ტემპის მაჩვენებლით, ამ ვალდებულებების გასტუმრება მაინც გართულებულია.