საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოფიციალურად გახსნა ”მტკვარჰესის” მშენებლობა. დეკემბრის დასაწყისში კი საფუძველი ჩაეყრება კიდევ ერთ სადგურს - ”ფარავანჰესს”.
დაახლოებით ერთ თვეში მომავალი 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტები ქვეყნის მასშტაბით დასრულებულ სახეს მიიღებს.
ქუთაისის მთავრობამ 2010 წლის საბიუჯეტო შემოსავლები 28 მილიონი ლარით განსაზღვრა. ბიუჯეტის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებას და სოციალურ სფეროს ენიჭება.
ბორჯომის 2010 წლის ბიუჯეტის პროექტი საზოგადოების განსჯას ელოდება. ერთი თვის შემდეგ კი, საკრებულოში წერილობით შესული შენიშვნების გათვალისწინებით, პროექტმა საბოლოო სახე უნდა მიიღოს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ, UNDP და ჰოლანდიის დამსაქმებელთა თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით, ბიზნესის მდგომარეობა შეისწავლა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი განვლილი, დაახლოებით, 15 წლის მანძილზე პირველი დასავლელი ლიდერია, რომელიც ბელორუსიას ესტუმრება.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიმართ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანიის პრეტენზიებს შეისწავლიან.
საქართველოს პარლამენტი 2009 წლის ბიუჯეტის შესწორებებს და 2010 წლის ბიუჯეტის პროექტს ერთდროულად განიხილავს. ემუქრება თუ არა წლევანდელ ბიუჯეტს სეკვესტრი და რით იქნება ის გამორჩეული.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის ანგარიში მოისმინა. კვეზერელმა სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
„ბიზნესმენთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის პროექტის მომზადების ”პროცესი მთლიანად მიმართულია მხოლოდ პროფკავშირების კერძო ორგანიზაციული ინტერესების ლობირებაზე”.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობის ინიციატივით გამოდის, რაც მიზნად ისახავს ბიზნესმენებისთვის ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარებას.
ჩინეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ჰუ ძინტაო და ბარაკ ობამა პეკინში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ, ზოგ საკითხში უთანხმოების მიუხედავად, "ერთად იმუშავებენ" ყველაზე მწვავე პრობლემებზე.
ჩამოტვირთე მეტი