საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გამოაცხადა, რომ ქვეყანამ ეკონომიკური კრიზისი დაძლია, რასაც 2009 წლის ბოლო თვეების სტატისტიკური ინფორმაციაც ცხადყოფს. მინისტრთა კაბინეტს იმედი აქვს, რომ ზრდის ტემპი შენარჩუნდება.
საერთოევროპული ვალუტის, ევროს შემოღების შემდეგ საბერძნეთის ეკონომიკურ კრიზისს ყველაზე მძიმედ მიიჩნევენ. საბერძნეთის საბიუჯეტო დეფიციტი ახლა საფრთხეს უქმნის ევროს სტაბილურობას. როგორი გავლენა აქვს ამ - ევროზონის ყველაზე ღარიბი -ვეყნის კრიზისს საერთო ევროპულ ვალუტასა და ამ ზონის სხვა ქვეყნებზე?
აზიის განვითარების ბანკის დელეგაცია საქართველოს თებერვლის დასაწყისში ესტუმრება და ქვეყნის ეკონომიკაში 1 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირების საკითხებს განიხილავს. რა სფეროებში და რა პირობებით დაიხარჯება აზიური ინვესტიციები?
სოფელ ნიქოზში აგვისტოს ომის შემდეგ ხელისუფლებამ დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია დაიწყო, მაგრამ აღდგენითი სამუშაოები დღემდე ვერ დასრულდა. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე განახლდება.
6 იანვარს გაიხსნა თურქმენეთიდან ირანისკენ მიმავალი ახალი გაზსადენი. ორივე ქვეყნისათვის სასარგებლოა ეს მოვლენა - ის ამცირებს ამ სფეროში რუსეთზე აშხაბადის დამოკიდებულებას, თეირანისთვის კი, დამატებითი ბუნებრივი აირის გარდა, სხვა მხრივ სარგებელსაც ნიშნავს.
ეკონომიკურმა კრიზისმა და სხვა არაერთმა ფაქტორმა კვალი დაამჩნია რუსეთის ეკონომიკისა და გეოპოლიტიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას - სააქციო საზოგადოება „გაზპრომს“. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სულ მალე ამ კომპანიის ბატონობის დასასრული დადგება.
6 იანვარს რადიო თავისუფლების სტუდიაში სტუმრად იყო ავიაკომპანია ”აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი. „აირზენა – საქართველოს ავიახაზები“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს 8, 9 და 10 იანვარს შეასრულებს.
ბოლო დროს გამოქვეყნებული რამდენიმე გამოკვლევის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ წინ წაიწია. რამდენად ასახავს რეიტინგები რეალურ ვითარებას? ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ეკონომიკის ექსპერტები პაატა შეშელიძე და ნიკო ორველაშვილი.
მსოფლიო ბანკის გამოკვლევამ - “ბიზნესის კეთება 2010” - საქართველოს მეთერთმეტე ადგილი არგუნა შვეციის, შვეიცარიისა და იაპონიის გვერდით. ექსპერტები შენიშნავენ: ბიზნესის დაწყება საქართველოში, მართლაც, გამარტივდა, თუმცა ასევე ძალიან იოლია მისი დაკარგვაო.
საქართველოს ეკონომიკისთვის 2009 რთული წელი იყო. მიუხედავად ამისა, საქართველოს ეკონომიკა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის თითქმის ყველაზე სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა - ის გასულ წელს მხოლოდ 4 პროცენტით შემცირდა.
31 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ნარმანია, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. როგორი იყო და რა განაპირობებდა 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას
გორის საკრებულოს ოპოზიციურმა ნაწილმა ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მოძრაობა „ერთიანი საქართველოსთვის“ წევრმა თემურ აფხაზაშვილმა ახალ ბიუჯეტს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ფონდი უწოდა.
ჩამოტვირთე მეტი