საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავა. მათ შორის არიან ქალებიც. დაკავებულია 71 ინდმეწარმე. ისინი, ძირითადად, სავაჭრო ცენტრების - "კიდობანისა" და "პასაჟის" მოვაჭრეები არიან.
გასულ კვირაში საქართველოს მთავრობის დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის მეთაურობით, თურქეთში იმყოფებოდა. სტამბულში, შავი ზღვის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის გარდა, გილაური შეხვდა თავის თურქ კოლეგას რეჯეპ ტაიპ ერდოანს.
ოქტომბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში უნდა ამოქმედდეს ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სიმბოლურ ფასად - დღეში ერთ ლარად (თვეში 30 ლარად) - საბანკო სესხის მეშვეობით კომპიუტერი შეიძინონ.
მიმდინარე კვირაში ”ფრეიზერის ინსტიტუტმა” და ”ჰერიტიჯის ფონდმა” თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნეს მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. ორივე კვლევის მიხედვით, საქართველომ საგრძნობლად წინ წაიწია და საუკეთესო ოცეულს მიუახლოვდა.
მაისში ჩატარებული ტენდერის შედეგად შერჩეულმა სადაზღვევო კომპანიებმა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრს ალექსანდრე ურუშაძეს მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
22 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გია ჯანდიერი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი. მან მიმოიხილა ”ფრეიზერის ინსტიტუტის” ბოლო ანგარიში მსოფლიოში ეკონომიკის თავისუფლების შესახებ.
გასულ კვირაში აზერბაიჯანის დედაქალაქში თავი მოიყარეს ოთხი ქვეყნის ლიდერებმა - აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტებმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. მათი შეკრების მთავარი მიზანი ახალი ენერგეტიკული პროექტებია.
14 სექტემბერს სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, რუმინეთისა და საქართველოს - პრეზიდენტებმა ბაქოში ძალიან მცირე ხანი დაყვეს, თუმცა საკმაოდ გრძელვადიანი პროექტის რეალიზებას მისცეს სტარტი.
1 იანვრიდან ქართულ ბიზნესს ახალ საგადასახადო რეჟიმში მოუწევს ამუშავება. რამდენად გამართლდა მთავრობის დაპირებები ბიზნესის საგადასახადო სტიმულირების შესახებ, რამდენად რევოლუციურია ახალი საგადასახადო კოდექსი.
ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები.
სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ მსოფლიო ბანკისა და ეროვნული ბანკის ორგანიზებით ერთკვირიანი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება. კონფერენციის მთავარი თემა მსოფლიო ფინანსური კრიზისი, საბაზრო რისკების მართვის თანამედროვე პრობლემატიკა და მათი გადაჭრის გზების დასახვაა.
კრინიცა-ზდრუიში უკვე მეოცედ გაიხსნა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი. ამჯერად მისი თემაა ევროკავშირის ეკონომიკისა და პოლიტიკის ცვლილების საკითხები ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ.
ჩამოტვირთე მეტი