29 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი მაღრაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის საბჭოს წევრი. მან ილაპარაკა საქართველოში ჰიბრიდული სათესლე სიმინდის გავრცელების საკითხზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2010 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ამსახველი ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამსახურის მონაცემების თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა როგორც იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა, ასევე ექსპორტიც.
ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი სამჯერ შეიცვალა და საშემოსავლო ნაწილი საბოლოოდ 120 მილიონი ლარით განისაზღვრა. ოპოზიციის წარმომადგენელთა განმარტებით, ამ თანხიდან ადგილობრივი შემოსავალი მხოლოდ 11 მილიონი ლარია.
ევროკავშირმა და საერთაშორისო საავალუტო ფონდმა თანხმობა მისცეს ირლანდიას დააკმაყოფილონ მისი თხოვნა და გამოუყონ კრედიტი საბანკო და საბიუჯეტო კრიზისიდან თავის დასაღწევად. მოელიან, რომ კრედიტი - მისი მოცულობა 80-90 მილიარდი ევროა - სტაბილიზაციას მოუტანს ირლანდიას.
გასულ კვირაში თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 2011 წელს თბილისის მთავრობას 620 მილიონი ლარის დახარჯვის საშუალება ექნება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 123 მილიონით ნაკლებია.
ევროკავშირის ფინანსთა მინისტრები ირლანდიის საბანკო სექტორის ფინანსური დახმარების გეგმას შეიმუშავებენ. მანამდე კი ირლანდიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის მისია გაემგზავრება. თავად ირლანდია კი აცხადებს, რომ ქვეყანა გარედან დახმარებას არ საჭიროებს.
გორის რაიონში თითქმის ყველა ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დახურულია. წელს ვაშლის მცირე მოსავალმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო როგორც გლეხები, ისე მეწარმეები. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ფერმერები, რომელთა შემოსავლები ხილის მოსავალზეა დამოკიდებული.
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რომელიც შარშან ზაფხულს შეიქმნა, 2012 წლამდე 12 საწარმო უნდა ამოქმედდეს და 10 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდეს. ერთი წლის წინ ინდუსტრიულ ზონაში ქართულ-ეგვიპტური საწარმო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.
რამ გამოიწვია ხილის გადამამუშავებელი საწარმოების საქმიანობის შეფერხება შიდა ქართლში, როგორ მუშაობს რძის შემკრები ქარხანა სოფელ ცოდნისკარში, ვითარდება თუ არა ქუთაისის ინდუსტრიული ზონა და რით მოიწამლა 15 მუშა საწარმო ”ჯეოსტილში”.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობა“ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველომ ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და შესრულების ანგარიშვალდებულების მაჩვენებლებით მაქსიმალური 100 ქულიდან 55 აიღო.
კვირის ბოლოს საქართველოს პარლამენტის სესიამ პირველი მოსმენით განიხილა 2011 წლის ბიუჯეტის პროექტი. წინასწარი კონსულტაციების შემდეგ, გადამუშავებული პროექტის მიხედვით, ქვეყნის ბიუჯეტის მოცულობა 7 მილიარდ 88 მილიონი ლარით განისაზღვრა.
ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელი გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, გასულ წელთან შედარებით, წელს საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა და მეთორმეტე ადგილი დაიკავა. ასეთი შედეგი ქვეყანამ მსოფლიო ბანკის ყოველწლიური კვლევის შედეგების თანახმად აჩვენა.
ჩამოტვირთე მეტი