საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ცვლილებები გასულ კვირაში გამართული მთავრობის სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მთავრობამ თავადვე აღიარა, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს გადასახადის გადამხდელთა და ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურებს შორის.
რამდენად ახალია პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ნაბიჯები ეკონომიკური ზონის შესახებ, რამდენად აღმოფხვის ისინი სახელმწიფოსა და მეწარმეების ურთიერთობებში არსებულ ხარვეზებს და რამდენად გააიოლებს საქართველოში ბიზნესის წარმოებას?
საქართველოს პარლამენტში დეპუტატებმა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ეკონომიკური თავისუფლებისა და ღირსების შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს. რატომ გახდა საჭირო ამ კანონპროექტის ინიცირება და რა მოლოდინი უკავშირდება მას?
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გია ჯანდიერი, ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” ვიცე-პრეზიდენტი. მან ისაუბრა პრეზიდენტის მიერ 3 დეკემბერს გამოცხადებულ ეკონომიკის ახალ კურსზე, რომლის მიზანი უკეთესი ბიზნეს–გარემოს შექმნაა.
მომავალ კვირაში საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც საპენსიო სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებს შეეხება. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, პენსიები და სხვა სოციალური შეღავათები თუ დახმარებები თავს ერთ პაკეტში მოიყრის.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი და ადამიანის უფლებათა სახლი კონფლიქტის ზონებში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იმ საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც შეიძლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოშვას.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი. მან ილაპარაკა მრგვალ მაგიდაზე, რომელზეც განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესები და რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორიც ”ახალგაზრდა იურისტები” არიან.
29 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი მაღრაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის საბჭოს წევრი. მან ილაპარაკა საქართველოში ჰიბრიდული სათესლე სიმინდის გავრცელების საკითხზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2010 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ამსახველი ინფორმაცია გამოაქვეყნა. სამსახურის მონაცემების თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა როგორც იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა, ასევე ექსპორტიც.
ქუთაისის მიმდინარე წლის ბიუჯეტი სამჯერ შეიცვალა და საშემოსავლო ნაწილი საბოლოოდ 120 მილიონი ლარით განისაზღვრა. ოპოზიციის წარმომადგენელთა განმარტებით, ამ თანხიდან ადგილობრივი შემოსავალი მხოლოდ 11 მილიონი ლარია.
ევროკავშირმა და საერთაშორისო საავალუტო ფონდმა თანხმობა მისცეს ირლანდიას დააკმაყოფილონ მისი თხოვნა და გამოუყონ კრედიტი საბანკო და საბიუჯეტო კრიზისიდან თავის დასაღწევად. მოელიან, რომ კრედიტი - მისი მოცულობა 80-90 მილიარდი ევროა - სტაბილიზაციას მოუტანს ირლანდიას.
გასულ კვირაში თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დედაქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 2011 წელს თბილისის მთავრობას 620 მილიონი ლარის დახარჯვის საშუალება ექნება, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 123 მილიონით ნაკლებია.
ჩამოტვირთე მეტი