15 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტების დირექტორი. მან ილაპარაკა ათსწლეულის გამოწვევის პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგის შედეგებზე. ნინო ევგენიძის თქმით, ”პროექტი გადარჩა”, თუმცა, მისი მართვა სერიოზული ხარვეზებით ხდებოდა.