ევროპის კავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიაღწიეს საბერძნეთისთვის დახმარების თაობაზე შეთანხმებას. ისინი სამი წლის განმავლობაში ამ ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად 110 მილიარდ ევროს გაიღებენ.
მექსიკის ყურეში სულ უფრო ფართოვდება ნავთობის უზარმაზარი ლაქა, რომელიც BP-ის ნავთობის მოსაპოვებელ სადგურზე წყალქვეშა დანადგარის გასკდომის შედეგად წარმოიქმნა. წყალში ნავთობის ჩაღვრა ეკოლოგიური კატასტროფით ემუქრება აშშ-ის რამდენიმე შტატს.
ჯანდაცვის სფეროს სისტემური რეფორმირების გეგმის ფარგლებში სახე იცვალა ”ასი ახალი საავადმყოფოს” განუხორციელებელმა პროექტმა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სამკურნალო დაწესებულებების დათვლას სახელმწიფო ამიერიდან განსხვავებული სისტემით აპირებს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ჩატარებული კვლევის კოორდინატორი შოთა ბუჩუკური. კვლევა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს შეეხებოდა.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ ქართული ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა დაასრულა. კვლევის ჩატარების იდეა იმ არაერთმა კითხვამ წარმოშვა, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ბოლო ხანებში ამ ბაზარზე არსებულმა ვითარებამ გაუჩინა.
გადაუღებელი წვიმების შედეგად, კახეთში ღვარცოფული მდინარეების წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწია, ზოგიერთ რაიონში კი ადიდებულმა წყალმა დამცავი ჯებირები უკვე გაარღვია და მიმდებარე ტერიტორიებს ტბორავს. ყველაზე მეტად ყვარლის რაიონის სოფელი გავაზი დაზარალდა.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დღეს სამუშაო პროცესი განახლდა. სამდღიანი გაფიცვის შემდეგ მუშებმა საპროტესტო აქცია დროებით შეწყვიტეს და საამქროებში დაბრუნდნენ. მეტალურგები სოციალური პირობების გაუმჯობესებას კვლავ ითხოვენ.
26 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ეკატერინე ეგუტია, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - "საქპატენტის" გენერალური დირექტორის მოადგილე. 26 აპრილს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე საქართველოშიც აღინიშნება.
მეტალურგები საამქროებში დილიდან არ გამოცხადდნენ. ისინი პირდაპირ საწარმოს ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელმძღვანელობას ათი მოთხოვნის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა თხოვნით, გადაურიცხოს მილიარდობით დოლარი, რათა ქვეყანა გაკოტრებას გადაურჩეს. ბევრს იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანა თვითონ დაუძვრებოდა კრიზისს, მაგრამ
22 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ნარმანია, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა საქართველოს ეროვნული ბანკის ახალ ინიციატივაზე.
რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში ახალი გარიგებით დასრულდა. რუსეთის ლიდერმა პირობა მისცა ვიქტორ იანუკოვიჩს, რომ 30 პროცენტით შეამცირებს უკრაინელი მომხმარებლებისათვის ბუნებრივი აირის საფასურს. სამაგიეროდ უკარინა დათანხმდა, რუსეთის ფლოტს ყირიმთან დისლოცირების ვადა გაუგრძელოს.
ჩამოტვირთე მეტი