ლარის კურსი დღითიდღე ეცემა და უკვე ოთხი წლის წინანდელ ნიშნულს მიაღწია. ამჟამად ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 1 ლარი და 84 თეთრია, თუმცა ბანკები და სავალუტო ჯიხურები გაცილებით დაბალი კურსით ვაჭრობდნენ.
რუმინეთში ვიზიტით მყოფმა სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ რუმინეთში აზერბაიჯანის გაზის ტრანსპორტირება განხორციელდეს საქართველოს გავლით. პარალელურად, გამოცოცხლება შეინიშნება „ნაბუკოს“ საქმეშიც...
წინასწარი გეგმით, კოდექსით, რომელიც ძალაში 2011 წლის 1 იანვარს შევა, ის კომპანიები, რომელთა წლიური შემოსავალი 30 ათას ლარს არ აღემატება, მიკრობიზნესის სფეროს განეკუთვნებიან და გადასახადებს არ გადაიხდიან.
ლარი გაუფასურებას განაგრძობს და ამ მიმართულებით საკუთარ პოზიციებს კიდევ უფრო აუარესებს. პროცესი, რომლის მორიგი ეტაპიც წლის დასაწყისიდან მცოცავი ტემპით დაიწყო, ამჟამად მორიგი რამდენიმეწლიანი მინიმუმის ფიქსირებით დაგვირგვინდა.
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტმა, რომელიც საბაჟო კოდექსსაც ითავსებს, უკვე მიიღო მეტ-ნაკლებად დასრულებული სახე და მას საქართველოს პარლამენტში რამდენიმე კვირაში ელოდებიან. პრეზიდენტი და მთავრობა დაგეგმილი ცვლილებებით კმაყოფილია.
საგადასახადო კოდექსი 98%-ით შეიცვლება. ამის შესახებ, თავად ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ბაინდურაშვილის განმარტებით, ეს არის რეალურად ახალი კოდექსი, რადგან ასეთი ცვლილებების შემდეგ ძველი კოდექსის ძალაში დატოვებას აზრი აღარ აქვს.
მაისის შუა რიცხვებში ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფიულემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ულტრალიბერალური იდეები მთლიანად არ შეესატყვისება ევროკავშირის ეკონომიკურ პრინციპებს.
ექვსთვიანი თანამშრომლობის შემდეგ საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამა მხოლოდ ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ წარმოადგინა - ეროვნულმა საბჭომ, ”ალიანსმა”, თორთლაძე დემოკრატებმა, თოფაძე - მრეწველებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ.
28 მაისს რადიო თავისუფლებამ დაასრულა თბილისის მერობის კანდიდატების წარდგენა მსმენელისთვის. ამჯერად რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხობდა გიორგი ჭანტურია - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების კანდიდატი.
26 მაისს რადიო თავისუფლების წინასაარჩევნო რუბრიკის სტუმარი იყო დავით იაკობიძე, ”თორთლაძე - დემოკრატიული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი. მან ისაუბრა, თუ როგორ წარმოუდგენია უმუშევრობისა და სხვა პრობლემების გადაჭრა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა“ თბილისის მერობის კანდიდატებს უმასპინძლა. ირაკლი ალასანია, გოგი თოფაძე და გიორგი ჭანტურია ორი საათის განმავლობაში სტუდენტებს საკუთარი პროგრამების შესახებ ესაუბრებოდნენ.
ავიაკომპანია "აირზენამ" თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენა კვლავ განაახლა. 24 მაისს თბილისიდან დომოდედოვის აეროპორტისკენ პირველი რეისი 14:30 წუთზე განხორციელდა. ”აირზენას” თვითმფრინავი თბილისისკენ 18:00 საათზე გამობრუნდა.
ჩამოტვირთე მეტი