13 ივლისს პარლამენტმა მეორე მოსმენით უყარა კენჭი 222-კმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების პერსპექტივას. პირველი მოსმენით ამ პერსპექტივის შემცველი კანონპროექტი დეპუტატებმა 6 ივლისს დაამტკიცეს.
ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, 12-დან 20%-მდე იზრდება საშემოსავლო განაკვეთი არასამთავრობოების მიერ გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურებისათვის. არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ სიახლე მათ წინააღმდეგაა მიმართული.
მარტვილის რაიონის სოფელ ონოღეას მცხოვრებლებმა დღეს, 12 ივლისს, თბილისში, პუშკინის სკვერში, აქცია გამართეს - სოფლის მოსახლეობა მათი სოფლის საძოვრის - 64 ჰექტარი მიწის - ინვესტორისათვის გადაცემას აპროტესტებდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოს 75 მლნ დოლარის მოცულობის მორიგი ტრანში დაუმტკიცა, თუმცა ამავდროულად მთავრობას და ეროვნულ ბანკს რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე მიუთითა.
ახლახან მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც შესწავლილია საინვესტიციო ნაკადების მიმოქცევისათვის არსებული პირობები 87 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც. ”ინვესტიციები საზღვრებს გარეშე” აღწერს იმ გარემოს, რომელიც მსოფლიოს 87 ქვეყანაშია შექმნილი.
გაზსადენებისა და მათთან დაკავშირებული მოსალოდნელი ცვლილებების ჭრილში, რუსულის გარდა, სულ უფრო აქტიურად იწყება საუბარი ყაზახური ინტერესის შესახებ. კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავს.
საქართველოში მაგისტრალური გაზსადენის თემა უკვე მერამდენედ მწვავდება. მორიგი ტალღა მოჰყვა კანონპროექტს ”სახელმწიფო ქონების შესახებ”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 6 ივლისს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მეორე მოსმენა მოულოდნელად გაურკვეველი ვადით გადაიდო.
მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა გამოკვლევა, რომელშიც შეფასებულია საინვესტიციო ნაკადების მიმოქცევისათვის არსებული პირობები 87 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. შეფასებისას, ექსპერტები ძირითადად ეყრდნობიან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ საკანონმდებლო და აღმასრულებელ გარემოს.
სეტყვისგან დაზარალებული სოფლების მოსახლეობა ზარალის სასწრაფოდ ანაზღაურებას ითხოვს. ერთი კვირის წინ გორის რაიონში მოსულმა სეტყვამ მოსავალი გაანადგურა და დახმარების გარეშე მოსახლეობა ზამთარში შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება.
დღეს და ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლონდონში მორიგ Road Show -ს გამართავს და ინვესტორების „საქართველოს რკინიგზის" ობლიგაციებით დაინტერესებას შეეცდება. შეხვედრა საინვესტიციო ბანკის JP Morgan-ის მიერ არის ორგანიზებული.
7 ივლისს, დილის ეთერის სტუმარი იყო ”კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანია. საუბრის თემა იყო: რა შედეგების მომტანი იქნება საქართველოსთვის მაგისტრალური გაზსადენის გასხვისება?
მაგისტრალური გაზსადენის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის - ასეთია განმარტება, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკეთებს.
ჩამოტვირთე მეტი