მაგისტრალური გაზსადენის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის - ასეთია განმარტება, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკეთებს.
2 ივლისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნოდარ ხადური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა ”სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტზე.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების ინიციატორი ”თბილავიამშენია”, რომლის კონტრაქტორიც თავად თავდაცვის სამინისტროა. ქარხნის ბაზაზე სამხედრო სამრეწველო კომპლექსის შექმნა იგეგმება.
დღეიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და რუსული ავიაკომპანია "სიბირი" თბილისსა და მოსკოვს შორის ჩარტერულ რეისების შესრულებას იწყებენ. საქართველოს ავიაბაზარზე პოლონური ავიაკომპანია "ლოტ პოლიშ ეარლაინსი" და "ყატარის ავიახაზებიც" შემოდიან.
მიმდინარე კვირაში საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალ სტრუქტურასა და შემადგენლობასთან ერთად პირველი მოსმენით ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტიც უნდა განიხილოს, კოდექსის საბოლოო ვერსია კი ივლისის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.
საქართვლოს პარლამენტმა დაიწყო საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე. ე.წ. ”რევოლუციური პროექტი” მსჯელობის საგანია საქართველოს რეგიონებშიც.
პარლამენტში განხილვის დაწყების შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ შედგენილმა საგადასახადო კოდექსის პროექტმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. კოდექსის ავტორებმა უარი თქვეს უმაღლესი სასაწავლებლების დღგ-ით დაბეგვრაზე.
ზოგი ექსპერტი ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს „რევოლუციურს“ ვერ უწოდებს. მათი შეფასებით, ხელისუფლების მორიგი ინიციატივა მცირე ბიზნესის ლეგალიზებას უფრო ემსახურება, ვიდრე მის განვითარებას.
მსოფლიოში ეკონომიკურად წამყვანი 20 სახელმწიფოს ლიდერები ტორონტოში გამართული სამიტის შედეგად ორ მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ: საბიუჯეტო ხარჯები შეკვეცონ და თან მასტიმულირებელ ზომებს მიმართონ.
მსხვილ საინვესტიციო ფორუმებზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იწონებდნენ თავს თბილისში მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სახელით დაწყებული სასტუმროების, სავაჭრო ცენტრებისა თუ მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობებით.
უმაღლესი სასწავლებლები დამატებული ღირებულების გადასახადით არ დაიბეგრებიან. გადაწყვეტილება ამის შესახებ კახა ბაინდურაშვილმა განათლების მინისტრსა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან კონსულტაციის შედეგად გამოაცხადა.
ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მიხედვით, რომლის საპარლამენტო განხილვა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ალკოჰოლურ პროდუქციაზე აქციზური გადასახადი ორმაგდება, აქციზური გადასახადი უწესდება ტელეკომუნიკაციებს, დღგ-ით იბეგრება უმაღლესი განათლება...
ჩამოტვირთე მეტი