ბოლო დროს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გააკრიტიკეს ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ექსპორტის განვითარების შესაძლებლობებს სრულფასოვნად ვერ იყენებენ.
საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ მოახლოებულ რთველს მომზადებული შეხვდება. ამის შესახებ ითქვა 20 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მევენახეებისა და მეღვინეების სუბსიდირების საკითხი განიხილეს.
საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ახალ გადასახადს აწესებს, უკვე ძალაშია: ქვეყნის ტერიტორიაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს 200-ლარიანი გზათსარგებლობის საფასურის გადახდა მოუხდებათ. ცვლილების უმთავრეს მიზნად განახლებული გზების შენახვა სახელდება.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ მისივე მთავრობის თავმჯდომარის, ვადიმ ბროვცევის თანაგუნდელებმა რუსეთის გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს - ის კორუფციაში დაადანაშაულეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად - 6,5%-ის დონეზე დატოვა. ივლისში წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. ბანკის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ძირითადად საბაზისო ეფექტის გავლენის შედეგია.
ქართველი იმპორტიორები ხორბლის რუსეთიდან შემოტანას ვეღარ შეძლებენ. ამის მიზეზი რუსეთში გვალვის გამო ხორბლის ცუდი მოსავალია. პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთიდან ხორბლის გატანა შეჩერდა. ხორბალი გაძვირდა. რა შეიძლება მოჰყვეს ამას საქართველოში?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ოფიციალურად წარადგინა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე - მაია სიდამონიძე. სიდამონიძე რამდენიმე კვირის წინ სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ კონკურსის წესით გამოავლინა.
ედუარდ კოკოითი ჩავარდნილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსეთიდან მოვლენილ ეკონომიკურ გუნდს ადანაშაულებს. მისი აზრით, ამ გუნდის არაეფექტურმა მუშაობამ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა.
ერთი წლის წინ, 2009 წლის 18 აგვისტოს, საქართველომ ოფიციალურად დატოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რითაც დაასრულა ყველა იურიდიული პროცედურა ამ ორგანიზაციის ფარგლებში საქმიანობის შესახებ.
იაპონიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები გვამცნობენ, რომ ჩინეთმა ამ ქვეყანას ოდნავ გაუსწრო ეკონომიკური მაჩვენებლებით და მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა.
თურქმენეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით საკუთარი ნავთობის გატარება დაიწყო. ნავთობნაკადის ამ მატებამ ოდნავ მაინც უნდა შეავსოს ის დანაკლისი, რომელიც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიდან ყაზახური ნავთობის გამორიცხვამ გამოიწვია.
ქართული ბიზნეს-გარემოს სირთულეზე დიპლომატებიც ალაპარაკდნენ. პირველი საქართველოში საფრანგეთის ელჩი ალაპარაკდა. ერიკ ფურნიეს განცხადებით, უცხოელი ინვესტორები სკეპტიკურად არიან განწყობილნი საგადასახადო ინსპექციის მოკირკიტე დამოკიდებულებით.
ჩამოტვირთე მეტი