აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია საქართველოს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მილსადენში ნახევარ მილიარდამდე დოლარს სთავაზობს. აზერბაიჯანული წყაროს თანახმად, საქართველოს ამ გაზსადენს სამი წლის წინ 1 მილიარდ დოლარად ”გაზპრომს” სთავაზობდა.
24 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. საცალო ბაზარზე პური 10 თეთრით გაძვირდა. რამ გამოიწვია ფასების მატება და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ის, ამ საკითხზე ისაუბრა სტუმარმა.
23 აგვისტოდან ავიაკომპანია "სიბირი" (S7 Airlunes) მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს განაახლებს. რეისები კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათას შესრულდება. რუსული ავიაკომპანია მგზავრებს AIRBUS A 319 ტიპის ხომალდით მოემსახურება.
ბოლო დროს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გააკრიტიკეს ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც ექსპორტის განვითარების შესაძლებლობებს სრულფასოვნად ვერ იყენებენ.
საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ მოახლოებულ რთველს მომზადებული შეხვდება. ამის შესახებ ითქვა 20 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მევენახეებისა და მეღვინეების სუბსიდირების საკითხი განიხილეს.
საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ახალ გადასახადს აწესებს, უკვე ძალაშია: ქვეყნის ტერიტორიაზე მოძრავი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს 200-ლარიანი გზათსარგებლობის საფასურის გადახდა მოუხდებათ. ცვლილების უმთავრეს მიზნად განახლებული გზების შენახვა სახელდება.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ მისივე მთავრობის თავმჯდომარის, ვადიმ ბროვცევის თანაგუნდელებმა რუსეთის გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს - ის კორუფციაში დაადანაშაულეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად - 6,5%-ის დონეზე დატოვა. ივლისში წლიურმა ინფლაციამ 7% შეადგინა. ბანკის შეფასებით, ეს მაჩვენებელი ძირითადად საბაზისო ეფექტის გავლენის შედეგია.
ქართველი იმპორტიორები ხორბლის რუსეთიდან შემოტანას ვეღარ შეძლებენ. ამის მიზეზი რუსეთში გვალვის გამო ხორბლის ცუდი მოსავალია. პუტინის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთიდან ხორბლის გატანა შეჩერდა. ხორბალი გაძვირდა. რა შეიძლება მოჰყვეს ამას საქართველოში?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს ოფიციალურად წარადგინა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალი თავმჯდომარე - მაია სიდამონიძე. სიდამონიძე რამდენიმე კვირის წინ სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ კონკურსის წესით გამოავლინა.
ედუარდ კოკოითი ჩავარდნილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რუსეთიდან მოვლენილ ეკონომიკურ გუნდს ადანაშაულებს. მისი აზრით, ამ გუნდის არაეფექტურმა მუშაობამ სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა.
ერთი წლის წინ, 2009 წლის 18 აგვისტოს, საქართველომ ოფიციალურად დატოვა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რითაც დაასრულა ყველა იურიდიული პროცედურა ამ ორგანიზაციის ფარგლებში საქმიანობის შესახებ.
ჩამოტვირთე მეტი