ქალებივე ასრულებენ ისეთ სამუშაოს, როგორიც წყლის ზიდვაა, ხშირად - არცთუ ახლო მანძილიდან. და წყალზე მიმავალ ქალებს სოფლის კაცები, ჯგუფ-ჯგუფად მსხდომი, ჩაის სმით ან დომინოს თამაშით დაკავებული, მშვიდად უყურებენ.
დღეიდან ოფიციალურად შედის ძალაში საგადასახადო კოდექსის მოქმედ რედაქციაში შესული ცვლილება და სატელეფონო ხმოვანი მომსახურება აქციზით დაიბეგრება. თუმცა, ჯერ გაურკვეველია, სატელეფონო ზარები დაიბეგრება თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებებიც.
საკვებ პროდუქტებზე უკვე გაზრდილი ფასები და მათი შესაძლო მომატება ქუთაისის ხალხმრავალ ადგილებში საუბრის საყოველთაო თემაა. ბაზარსა და ბაზრობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ქუჩაში, ტრანსპორტში, ბულვარში ყველაზე ხშირად გაიგონებთ შეკითხვას: ზეთი რა ღირს?
პური 10 თეთრით გაძვირდა, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასი კი ლაგოდეხში თითქმის გაორმაგდა. მაგალითად, ერთი ლიტრი ზეთის შეძენა აქამდე თუ 3 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს მისი ფასი უკვე 4 ლარია. ფასების მატებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.
რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობამ სურსათის გაძვირების საწინააღმდეგო სპეციალური ღონისძიებები უნდა შეიმუშაოს. ფასების ზრდის შესაჩერებლად გამოკვეთილი ორი მიმართჲლებიდან ერთი იმპორტის ბაზრების დივერსიფიკაციას გულისხმობს.
წელს საქართველოს, 2009 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35 პროცენტით მეტი ტურისტი ესტუმრა. ტურისტების მზარდი რიცხვი მომსახურების სფეროს შემოსავლების ზრდასთან ერთად ეკონომიკის სხვა სფეროებსაც ახალისებს.
ოპოზიციური პარტიის "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტი, თბილისელების კეთილდღეობის ნაცვლად, ბუნდოვან, გაუგებარ პროექტებზეა გახარჯული.
საქართველოში ამერიკის მთავრობის ეგიდით მიმდინარე ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის - ”ათასწლეულის გამოწვევის პროგრამით” დაგეგმილი საქმიანობის დროულად შესრულება კვლავ ეჭვქვეშ დგება. პროექტის მონაწილე ერთ-ერთი კომპანია კი ისევ სკანდალშია გახვეული.
ოფიციალურმა სტატისტიკამ საკმაოდ საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა. უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოში 658 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოსულა, რაც 2008 წლის მონაცემებზე თითქმის 60%-ით ნაკლებია.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია საქართველოს „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მილსადენში ნახევარ მილიარდამდე დოლარს სთავაზობს. აზერბაიჯანული წყაროს თანახმად, საქართველოს ამ გაზსადენს სამი წლის წინ 1 მილიარდ დოლარად ”გაზპრომს” სთავაზობდა.
24 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი. საცალო ბაზარზე პური 10 თეთრით გაძვირდა. რამ გამოიწვია ფასების მატება და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ის, ამ საკითხზე ისაუბრა სტუმარმა.
23 აგვისტოდან ავიაკომპანია "სიბირი" (S7 Airlunes) მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს განაახლებს. რეისები კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათას შესრულდება. რუსული ავიაკომპანია მგზავრებს AIRBUS A 319 ტიპის ხომალდით მოემსახურება.
ჩამოტვირთე მეტი