სულ ახლახან ”საქსტატმა” გამოაქვეყნა 2010 წლის მესამე კვარტლის მონაცემები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ. ნინო გელაშვილმა ეკონომიკის ექსპერტებს - ნოდარ ხადურსა და შოთა მურღულიას სთხოვა, გაეანალიზებინათ ”საქსტატის” მონაცემები და ის, თუ ვინ, სად და რატომ აბანდებს დღეს საქართველოში.