ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა კითხვებს ბადებს".
პარასკევს საკრებულო გორის ახალ ბიუჯეტს დაამტკიცებს, რომელიც 17 მილიონ 466 ათასი ლარით განისაზღვრა.
უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს 2013 წლის ბიუჯეტს, რომლის მიხედვით 2,5 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს ჯანდაცვისა და სოციალური ხასიათის პროგრამებისთვის. არის თუ არა საკმარისი ეს თანხა ხელისუფლების სოციალური დაპირებების სრულფასოვნად დასაფინანსებლად და რა გავლენას ახდენს ასეთი ხარჯები ეკონომიკის განვითარებაზე?
საიამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ახალმა ხელისუფლებამ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი შემჭიდროებულ ვადებში მიუსადაგა კოალიცია ”ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამას.
14 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დემურ გიორხელიძე, დამოუკიდებელი ანალიტიკოსი.
ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწიეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე.
კახელმა გლეხებმა და მეწარმეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
12 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ნინო ევგენიძე, ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი.
5 მილიონზე ოდნავ მეტი – ეს ახალციხის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტია. შარშანდლისგან განსხვავებული, შემცირებული და სახეცვლილი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, სავარაუდოდ, ორ კვირაში დამტკიცდება.
დაახლოებით ერთ კვირაში გორის მუნიციპალიტეტს ახალი ბიუჯეტი ექნება. ამჟამად ბიუჯეტის პროექტში ტექნიკური შესწორებები შედის და მალე ახალ ბიუჯეტს საკრებულო კენჭს უყრის.
კახეთში, თვითმმართველობის ორგანოებში, აქტიურად მიმდინარეობს 2013 წლის ბიუჯეტის მომზადების პროცესი, თუმცა მთავარი საფინანსო დოკუმენტი ჯერ არც ერთ რაიონში დამტკიცებული არ არის.
ჩამოტვირთე მეტი