ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვერსიის გადახედვასა და შენიშვნების შეტანას უახლოეს დღეებში საჯარო განხილვებით დაიწყებს.
ქუთაისის მოსახლეობა მომავალ წელს მოსაგვარებელ პრობლემებს შორის სხვადასხვასაკითხს ასახელებს.
კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე მომზადებულია. თვითმმართველობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ პრიორიტეტები მოსახლეობის მოთხოვნების მიხედვით განსაზღვრეს.
კორუფციის აღქმისა თუ კორუფციული რისკების მაჩვენებელი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა თუ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. სწორედ ამიტომ საინტერესოა Trace International-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც 197 ქვეყანას მოიცავს და რომლის მიხედვითაც, საქართველო მე-11 პოზიციას იკავებს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, 2013 წლის შედეგების საფუძველზე, უძრავი ქონების სტატისტიკური კვლევა განახორციელა.
კახა ბენდუქიძე საქართველოში 2004-2009 წლებში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. გთავაზობთ კახა ბენდუქიძის რამდენიმე მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რა საჭიროა რეფორმების განხორციელება.
2015 წლის გაზაფხულისთვის საქართველოს პარლამენტი სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის ახალი კოდექსის მიღებას გეგმავს.
თბილისის მერიამ დაასრულა 2015 წლის პროგრამულ ბიუჯეტზე მუშაობა. ბიუჯეტის შედგენისას გათვალისწინებული იქნა მოქალაქეების გამოკითხვის შედეგები. სწორედ 8 ათასი ადამიანის გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი პრიორიტეტების მიხედვით შედგა მომავალი წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტის პროექტი, სულ,დაახლოებით 800 მილიონი ლარით განისაზღვრა.
გარდაბნის 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტი საქართველოს საპარტნიორო ფონდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმდინარე პროექტია.
"ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის" პროგრამის უფროსი მენეჯერი ლაპარაკობს საქართველოს სასურსათო ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმაზე.
თბილისის მერმა 15 ნოემბრამდე საკრებულოს უნდა წარუდგინოს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომლის სავარაუდო მოცულობა 800 მილიონი ლარია.
საქართველოში საწვავზე ფასები კიდევ 2-4 თეთრით შემცირდა. ეს, ზაფხულიდან მოყოლებული, კლების მეოთხე შემთხვევაა. სულ, აგვისტოდან მოყოლებული, რეგულარის ტიპის საწვავზე საქართველოში ფასები 5-6 პროცენტის ფარგლებში დაეცა.
ჩამოტვირთე მეტი