გაფიცულები ითხოვენ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის მომატებას, ზეგანაკვეთის ანაზღაურებას და მე-13 ხელფასს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიება დაიწყო.
საგარეო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაში.
ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ხელისუფლების ფისკალური ინსტიტუტები შარშანდელი გამოცდილებით იხელმძღვანელებენ და მალე მოახდენენ პროცესის სტაბილიზაციას.
2014 წელი ინვესტიციების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით აღინიშნა. ამ სიტუაციაში, ცხადია, ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი როლი სახელმწიფოს დაეკისრა, რომელიც, სახელმწიფო შესყიდვების სახით, ეკონომიკის სტიმულირებას ახდენს.
26 ნოემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო შოთა გულბანი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი.
დღეს თბილისში დაკრძალეს კახა ბენდუქიძე, საქართველოში განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთი მთავარი ავტორი.
სოფლის მეურნეობის განვითარება ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ პრიორიტეტულ დარგებს შორისაა, თუმცა ხშირად, როცა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე საუბრობენ, პირველ რიგში, ღვინოსა და, ახლა უკვე, თხილის წარმოებასაც გულისხმობენ.
დედაქალაქის ხელისუფლება ზოგიერთი სოციალური პროგრამის საყოველთაოდან მიზნობრივად გარდაქმნას გეგმავს. ამას მოწმობს მერიის სოციალური სამსახურის უფროსის განცხადება, რომლის თანახმადაც, 2015 წლის ბოლოდან კომუნალური ვაუჩერები ყველა ოჯახს აღარ გადაეცემა.
2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი 208 მილიონი ლარით იზრდება. ამ გეგმის შესრულებას მთავრობა გადასახადის მოცულობის გაზრდით აპირებს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკურ ტენდენციებსა და პროგნოზებზე პრეზენტაცია გამართა. უმთავრესი რეკომენდაცია, გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მასთან დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკის შენელების ფონზე, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარებაა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაეგზავნა. ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანო მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველი ვერსიის გადახედვასა და შენიშვნების შეტანას უახლოეს დღეებში საჯარო განხილვებით დაიწყებს.
ჩამოტვირთე მეტი