ამ დღეებში ლარის კურსმა კვლავ 1,77 მაჩვენებელს მიაღწია. დღეის მდგომარეობით, 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ლარი 6.7 პროცენტით არის გაუფასურებული.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვაზე საუბარი საქართველოში სულ რამდენიმე წელია დაიწყო. სხვათა შორის, ამ უფლების დაცვა ერთ-ერთი იყო იმ ოთხ სფეროს შორის, რომლებიც ევროკავშირმა სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შეარჩია.
2014 წლის პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტის 70 პროცენტი რუსეთის ბაზარზე გავიდა. რამდენად მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია რუსეთი საქართველოსთვის? ხომ არ გახდება საქართველო დამოკიდებული მხოლოდ ერთ საკმაოდ არასტაბილურ ბაზარზე?
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის პროცესი დაიწყო. ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია თვითდასაქმებული, ამ სფეროს მოდერნიზებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
საბიუჯეტო გადასახდელებიდან ყველაზე „ძვირი“ საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაა - ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 415 ლარი. დაახლოებით, მაგდენივე უჯდება ერთ ადამიანს სოციალური დაცვის უზრუნველყოფა. ყველაზე „იაფი“ გარემოს დაცვა გვიჯდება, დაახლოებით - 68 ლარი წელიწადში.
ბოლო დროს აზრთა სხვადასხვაობისა და კამათის საგნად იქცა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ”თანაინვესტირების ფონდის” პროექტი ”პანორამა თბილისი”.
2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია საგარეო ვალების მდგომარეობამ. კერძოდ, 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ითვალისწინებს ყველაზე მაღალი მოცულობის საკრედიტო რესურსის მოზიდვას.
23-დან 25 აპრილის ჩათვლით, თბილისი პირველად მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის მეოთხე რეგიონალურ ფორუმს, რომელიც ეძღვნება სახელმწიფო ვალის მართვის საკითხებს.
დაახლოებით თვე-ნახევარში საქართველოში ადგილობრივი არჩევნებია დაგეგმილი. ადგილობრივი არჩევნების წინ ყოველთვის ძალიან აქტუალურია რეგიონალური ეკონომიკური განვითარების თემა.
პრობლემური სესხების თემა დღესდღეობით დიდ ყურადღებას იმსახურებს როგორც ბანკების მმართველების, ისე ხელისუფლების მხრიდან.
2014 წლის ზაფხულიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკთან ერთად მიწის აღრიცხვისა და რეგისტრაციის პროექტების განხორციელებას დაიწყებს.
ჩამოტვირთე მეტი