მთავრობის პროგრამის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა ”აწარმოე საქართველოში”, უკვე დაიწყო ორი პროექტის განხორციელება. ამ ინიციატივის მიზანია მეწარმეობის წახალისების სუბსიდირება.
2014 წლის პირველ კვარტალში, გასულ წელთან შედარებით, წარმოების მაჩვენებელი საშუალოდ 15 პროცენტით გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური უთანასწორობის ახალი - 2013 წლის - მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
2014 წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 90,383 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაშინ როცა, წინასწარი გეგმით, საამისოდ 227,848 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
2014 წლის პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის შემდეგ ქვეყანაში ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირდა. კერძოდ, თუ მარტის თვეში 7,4-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, აპრილში ზრდამ სულ 2,7 პროცენტი შეადგინა.
ანაკლიაში ჩატარებულ საერთაშორისო ბიზნესფორუმს მისი ორგანიზატორი, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, წარმატებულად მიიჩნევს.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული სოციალური ჯანმრთელობის დაზღვევის ოთხწლიანი პროგრამა წელს იწურება.
საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2014 წლის პირველ კვარტალში ნავარაუდევზე მაღალი აღმოჩნდა, მაგრამ აპრილის თვემ საწინააღმდეგო აჩვენა.
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება კვლავ დაუძლეველ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ფირმების 96% მცირე და საშუალოა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2013 წლის დასაქმების მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სტატისტიკა გვეუბნება, რომ 2013 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2012 წელთან შედარებით, 0.4 პროცენტით შემცირდა და 14.6 პროცენტი შეადგინა.
29 მაისს ყაზახეთში, ასტანაში, ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც 2010 წელს შექმნილი საბაჟო კავშირი მომავალი წლის იანვრიდან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირად გარდაიქმნება.
2014 წელი, გასული წლისგან განსხვავებით, შედარებით უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლებით დაიწყო. მიმდინარე წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5 პროცენტზეა დაგეგმილი, ხოლო ზრდის ტემპი პირველ კვარტალში საკმაოდ მაღალი დაფიქსირდა - კვარტლის საშუალომ 7,4 პროცენტი შეადგინა.
ჩამოტვირთე მეტი