2014 წლის მეორე კვარტალის მონაცემების მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინვესტიციების შემოდინებამ თითქმის 25 პროცენტით იკლო და მხოლოდ 150.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2014 წლის იანვარ-აგვისტოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თითქმის შვიდ-ნახევარი მილიარდი ლარი შეადგინა.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების არამომგებიანობის თემა საკმაოდ ცნობილი თემაა. ეს თემა დროდადრო აქტუალობას იძენს, სტატისტიკა კი მუდმივად ადასტურებს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები ხშირად წამგებიანია.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, რომელიც მოიცავს სამთავრობო სექტორს, ეროვნულ ბანკს, კომერციულ ბანკებს, სხვა სექტორებს და კომპანიათაშორის ვალებს, 13 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
საქართველოში აგროდაზღვევის კულტურის დამკვიდრებამდე ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დროა. ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია ჩართული, დაზღვევის ეს სახეობა საერთოდ არ გვხვდება მზღვეველთა მიერ შემოთავაზებულ პაკეტებში.
1 სექტემბრიდან საქართველოში მოქმედებს აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს.
სახელმწიფო კომისია ასრულებს მუშაობას კანონზე მაღალმთიანი რეგიონების შესახებ. კომისიის წევრების თქმით, სახელმწიფო იწყებს მთიანი რეგიონების მიმართ პროტექციონისტულ პოლიტიკას.
საგადასახადო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტმა, რომლის განხილვაც საქართველოს პარლამენტში 2014 წლის სექტემბერში დაიწყო, საზოგადოების ინტერესი და გარკვეული კითხვებიც გამოიწვია.
2013 და 2014 წლების ბიუჯეტების შესრულების განხილვის დროს, როგორც წესი, ძალიან ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროული და დიდი მასშტაბით განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით პირველი 8 თვის მანძილზე საქართველოში შემოსული უცხოელების რაოდენობა 3 პროცენტით გაიზარდა.
2014 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა 2014-2015 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. მიუხედავად გაუმჯობესებული რეიტინგისა, საქართველოს პოზიცია, ინოვაციების თვალსაზრისით, კვლავ არასახარბიელოა.
ჩამოტვირთე მეტი