ეროვნული ვალუტის კურსი კვლავ დაეცა, კლებას განიცდის ექსპორტი, ჩავარდნებით ხასიათდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები და ტურისტების ნაკადის ზრდაც უმნიშვნელოა.
ამ დღეებში საქართველოში საკმაოდ სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა გლეხებს მიწის დაუმუშავებლობისთვის სპეციალური გადასახადით დაბეგრავს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელებს, რომლებიც მას დანიშნულებისამებრ არ იყენებენ, შესაძლოა გადასახადები გაეზარდოთ.
პირველი ტალღის გადავლის შემდეგ ლარის გაუფასურების მეორე ტალღა წამოვიდა. 22 იანვარს ლარი სამი პუნქტით გაუფასურდა.
შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში, სადაც 21-24 იანვარს ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება, საქართველო პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას ცდილობს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი გია ჯანდიერი, რომელმაც ლარის კურსის ვარდნის მიზეზებზე და შესაძლო შედეგებზე ილაპარაკა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ახალი პროექტის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას: 2015 წელს დაიწყება 20 მგვტ სიმძლავრის ქარის პირველი ელექტროსადგურის, „ქართლის“, მშენებლობა.
2013-2014 წლებში შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებებმა ჯამურად 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეამცირა 2015 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობ პოლიტიკასა და რეფორმებს.
საქსტატის 2012 წლის მონაცემების თანახმად, წყალმომარაგება საცხოვრებელ სახლებში 97,6 %-ით მხოლოდ თბილისშია უზრუნველყოფილი.
19 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გიორგი ხიშტოვანი, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი.
ჩამოტვირთე მეტი