სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.
ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 47713700 ლარია, რაც 4 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის დაგეგმილ ბიუჯეტს.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2016 წელს ლაგოდეხში საჯარო მოხელეთა სახელფასოფონდი 70 ათასი ლარით იზრდება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მომავალ წელს უარს ამბობს პრემიებსა და დანამატებზე.
ზუგდიდში დაიწყო ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები. უკვე შედგა ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის ნაწილების, ასევე განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილის განხილვა.
ნოემბრის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში განაცხადეს, რომ ანტიდემპინგურ კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია.
ხელისუფლება აგრარულ სექტორში განხორციელებული პოლიტიკის 3 წლის შედეგებს აჯამებს. ამ პოლიტიკამ ბოლო სამი წლის განმავლობაში აგრარული სექტორის წილი მშპ-ში ვერ გაზარდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში, საფინანსო კომისიის სხდომაზე, სადაც 2016 წლის ბიუჯეტი უნდა განხილულიყო, ნაციონალური მოძრაობის წევრები არ გამოცხადდნენ. დეპუტატებმა ფინანსურ დოკუმენტზე სამუშაო შეხვედრის ფორმატში იმსჯელეს.
საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ იწყებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას. სახელმწიფო ასევე განახორციელებს ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ხელშეწყობის პროგრამას.
სახელმწიფო, სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობის სხვა პროგრამებთან ერთად,მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება ამჟამადაც მიმდინარეობს.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ თანხმობა მისცა მერიას დააკმაყოფილოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა მისთვის მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
სარეიტინგო სააგენტო საქართველოში ინვესტიციების ზრდას პროგნოზირებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ის არ იქნება ისეთი მაღალი, როგორიც 2014 წელს იყო.
ჩამოტვირთე მეტი