ლარის კურსი 2015 წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფინანსო და ეკონომიკური თემა გახლდათ, რომელმაც მთლიანად წლის ეკონომიკის განვითარებაზე მოახდინა ზეგავლენა.
ანგარიშის თანახმად, 2014 წლის ბოლოდან მოყოლებული საგარეო შოკები - სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება (უმეტესად, ნავთობი და ლითონი), რუსეთის ეკონომიკური რეცესია და აშშ დოლარის გამყარება სხვადასხვა ვალუტებთან მიმართებაში - უარყოფითად აისახება რეგიონის ეკონომიკურ პერსპექტივაზე.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის 9 თვის შედეგები, რომლის მიხედვითაც ეკონომიკურმა ზრდამ 2,7% შეადგინა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს ტენდერს ქართული ხორცის შესყიდვაზე. მინისტრის განცხადებით, ივლისში დადეს პირობა, რომ წლის ბოლომდე ქართულ ჯარს თანდათანობით სრულად გადაიყვანდნენ ქართულ კვებაზე.
მსოფლიო ბანკმა ბიზნესის კეთების რეიტინგის 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის კვლავ 24-ე ადგილს იკავებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 2015 წლის რთვლის შედეგები შეაჯამა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კახეთისა და რაჭის რეგიონებში რთველი ორგანიზებულად ჩატარდა.
„ბიზნესის წარმოების“ წლევანდელ რეიტინგში საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს.
საქართველოდან რუსეთში ორი-სამი ათასი ტონა მწვანილის გატანა იგეგმება. ინფორმაცია რუსულ ბაზარზე მწვანილის გატანის შესახებ 26 ოქტომბერს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს.
სულ უფრო მეტი კითხვის ნიშანი და შეშფოთება უკავშირდება „გაზპრომის“ ბუნებრივი აირის შესყიდვის პერსპექტივებს საქართველოში.
სტატისტიკა მოწმობს, რომ, გაზაფხულის მიწურულთან შედარებით, როგორც მთლიანი აქტივების, ისე დეპოზიტების ოდენობა და დაკრედიტების მაჩვენებელი თანდათან იზრდება, თუმცა დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი კვლავ კლებას განაგრძობს.
რუსეთის ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი აცხადებს, რომ ქვეყნის სარეზერვო ფონდი შესაძლოა ამოიწუროს 2016 წლის ბოლოს, თუ მსოფლიოში ენერგიის ფასები ამჟამინდელ დონეზე დარჩება.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყება, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ჩამოტვირთე მეტი