ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც სათამაშო ბიზნესი ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ საშუალებად დარჩა. ამჟამად ბათუმში ათი კაზინო ფუნქციონირებს.
მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, რომელიც ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის თვეებს მოიცავს, საქართველოში 33 პროცენტით ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში.
თითქმის 10 მილიარდი ლარის ოდენობით განსაზღრული სახელმწიფო ბიუჯეტის 31% მოდის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ხარჯებზე.
საქართველომ ვერ შეძლო ინვესტორები დაერწმუნებინა, რომ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო სტაბილურია და მიმზიდველი.
პარლამენტმა, 83 ხმით 11-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს. ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა.
განაცხადების მიღება 2015 წლის 3 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში, ფულადი დახმარება გაიცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და ის ოჯახის ერთადერთ კერძო საკუთრებას წარმოადგენს.
საქართველოში წლიური ინფლაციის დონე 2015 წლის ნოემბერში გაიზარდა და 6,3%-ია. ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 5.8 % იყო, სექტემბერში კი - 5,4 %.
სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ორი ქვეკომპონენტი ემატება - სასტუმრო ინდუსტრიისა და კინოინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები.
თურქეთი ძალზე დამოკიდებულია ენერგეტიკის უცხოურ წყაროებზე. თურქეთში მოხმარებული ნავთობის 91% და გაზის 98,5% უცხოეთიდან შედის - ძირითადად რუსეთიდან.
გასული კვირა პოლიტიკურად დატვირთული აღმოჩნდა. ნატოს მინისტერიალზე საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
სოკარის მფლობელობაში მყოფ პლატფორმაზე 4 დეკემბერს, გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა, როცა, კომპანიის ცნობით, ძლიერმა ქარმა გაზის ხაზი დააზიანა. ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაკარგულია.
მიმდინარე კვირის ბოლოს თბილისმა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრას უმასპინძლა.
ჩამოტვირთე მეტი