ყურძნის ნამდვილი რთვლის შემდეგ საქართველოში, როგორც წესი, უკვე ნარინჯისფერი რთვლის შედეგებს ითვლიან ხოლმე. ციტრუსის საექსპორტო პოტენციალზე ქვეყანაში ყოველთვის საკმაოდ დიდი წარმოდგენა ჰქონდათ, თუმცა, რეალურად, დღევანდელი მდგომარეობით, ციტრუსის წილი სოფლის მეურნეობის ექსპორტის მთელ რაოდენობაში 3 პროცენტზე ნაკლებია.