მთავრობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და ტექნიკის სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით შეუსრულებელ ვალდებულებებზე ამნისტიის გამოცხადებასა და გადაუხდელი პირგასამტეხლოების პატიებას გეგმავს.
ეკონომიკური ზრდის შემცირება და, შესაბამისად, შემოსავლების შემცირებაც ისევ აისახება ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელზე. პარალელურად, ახალი სესხების გაცემის ტემპიც შემცირებულია.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებით შექმნილი პროექტი პრაქტიკულად დამთავრებულია.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, სანქციები დაუწესა თურქეთს, რაც ზოგიერთი პროდუქტის შეტანას და თურქებისთვის რუსეთში სამუშაო კონტრაქტების გაგრძელების აკრძალვას გულისხმობს.
საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ მომავალი წლის ზაფხულიდან პენსია 20 ლარით გაიზრდება, თუმცა ამგვარი ხარჯები 2016 წლის ბიუჯეტის თავდაპირველ ვარიანტში არ ფიგურირებდა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის 1 ივლისიდან 20 ლარით გაიზრდება პენსია, რომელიც, ჯამში, 180 ლარი იქნება.
გასულ კვირას საქართველოს მთავრობის სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი განიხილეს, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატებას ითვალისწინებს.
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები ავიამოიერიშის ჩამოგდების შემდეგ ახალ - ეკონომიკური დაპირისპირების ფაზაში შედის.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარ-ოქტომბრის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურმა 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს უკვე გადაუგზავნა.
ქუთაისის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი, პროექტის მიხედვით, 47713700 ლარია, რაც 4 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის დაგეგმილ ბიუჯეტს.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2016 წელს ლაგოდეხში საჯარო მოხელეთა სახელფასოფონდი 70 ათასი ლარით იზრდება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მომავალ წელს უარს ამბობს პრემიებსა და დანამატებზე.
ჩამოტვირთე მეტი