ფინანსური სტიმულირების პაკეტთან დაკავშირებულ პრობლემებზე „ამერიკის ხმა“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს დეივიდ ლიპტონს და უკრაინის ფინანსთა მინისტრს ნატალი იარესკოს ესაუბრა.
ანაკლიის პორტის ინვესტორის შერჩევის ეტაპი ახალ ფაზაში შედის. 2015 წლის მარტში ტექნიკური და ფინანსური წინადადებების სათანადოდ მოსამზადებლად, საბოლოო სიაში შესული 7 კანდიდატი კომპანიის წარმომადგენელი ნავსადგურის ადგილმდებარეობას ათვალიერებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის სამწლიანი გეგმა აქვს მომზადებული.
გასულ პარასკევს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2015 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემები.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 მილიარდ 272 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2013 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 35 პროცენტით აღემატება და 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი.
პრემიერ-მინისტრი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შარშანდელ გაზრდილ მაჩვენებელს საგანგებო წარმატებად მიიჩნევს და მედიას არაობიექტურ მუშაობაში ადანაშაულებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს მთავრობის მისამართით რიგი რეკომენდაციები შეიმუშავა.
ჩეხეთის კომპანია „ენერგო-პროსა“ და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიმდინარე ფინანსურმა დავამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ღვინის ქარხნები „აკურა“ და „გრუზვინპრომი“ საპრივატიზაციოდ გამოიტანა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით ბიზნესსექტორის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
საქართველოს მთავრობა ლარის გადარჩენას ცდილობს.
ჩამოტვირთე მეტი