სავალუტო ფონდის რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას გეგმავს. ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა გაატაროს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.
გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში - „საირიგაციო სისტემის მართვის ღონისძიებები“.
პარასკევს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2015 წლის იანვარში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა.
ეკონომიკის სფეროს ექსპერტები პრივატიზაციას განიხილავენ იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებების ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად, რომლებიც უნდა გატარდეს ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის.
ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი დევალვაციის პროცესის გამო საქართველოს მოსახლეობა თითქმის ვერ სარგებლობს მსოფლიოს ბაზარზე პროდუქციის ფასების შემცირებით გამოწვეული ეფექტით.
ახალციხის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო ბარათები რიგდება. გასული წლებისგან განსხვავებით,„მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, ფერმერები დახმარებას შეცვლილი ფორმით იღებენ.
სახელმწიფოს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროექტი - „დანერგე მომავალი“ - იწყება.
ეროვნული ბანკი არ აპირებს პოლიტიკურ დებატებში ჩართვას, - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, 26 თებერვლის განცხადებას.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი თაკო ჯუღელი.
საქართველოში მოქმედმა მსხვილმა კომერციულმა ბანკებმა მიიღეს ეროვნული ბანკის შეთავაზება და წარმოადგინეს გეგმა, თუ როგორ შეუმსუბუქონ ფიზიკურ პირებს დოლარში აღებული სესხის ტვირთი.
ჩამოტვირთე მეტი