საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 13.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მშპ-ს 81.4 პროცენტია. აქედან სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 5.9 მლრდ აშშ დოლარი, რაც მშპ-ს 35.8 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.2 მლრდ აშშ დოლარი.