13 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ბესო ნამჩავაძე, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) ეკონომისტი.
შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში აცხადებს, რომ ნატო საქართველოს დაცვის პასუხისმგებლობას იღებს.
საქართველოს ეროვნული ვალუტა ისევ განაგრძობს გაუფასურებას, თუმცა მთავრობა იმედოვნებს, რომ ლარის ვარდნა დროებითია, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კი, უცხოეთიდან მოზიდული ინვესტიციების მეშვეობით, მალე გამოსწორდება.
„ამერიკის ხმის“ რუბრიკა „გალილეო“ დღეს ტექნოლოგიური ინოვაციებით ცნობილი მეწარმის ელონ მასკის კომპანიაში შექმნილ ბატარეაზე მოგითხრობთ, რომელსაც ექსპერტები რევოლუციურს უწოდებენ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, აშშ-ის დოლარში გამოსახული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, წინა წელთან შედარებით, 3 მილიარდი დოლარით შემცირდება.
1 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ზვიად შვანგირაძე, "ბიზნეს-რეზონანსის" მთავარი რედაქტორი.
შარშანდელი წლის მიწურულს რამდენიმე დღეში გაქრა მოლდავეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ერთი მეხუთედის ოდენობის თანხა. საქმე გვაქვს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საბანკო სკანდალთან, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ეკონომიკას, ისე პროდასავლურ პოზიციებს.
საქართველოში ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტისას ბევრჯერ ახსენეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
რუსეთის ენერგოკომპანია „გაზპრომი“ უარყოფს ევროკავშირის ბრალდებებს, რომ ბოროტად სარგებლობს ბაზარზე თავისი დომინანტური პოზიციით. „გაზპრომის“ შეფასებით, ბრალდებები „უსაფუძვლოა“. ეს გამოხმაურება რამდენიმე საათში მოჰყვა ევროკომისიის მიერ წაყენებულ ბრალდებას, რომ „გაზპრომი“ არღვევს კონკურენციის წესებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
ოთარ დანელიამ უმასპინძლა ბელორუსიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლეონიდ ზაიაცსა და ბელორუსიის მრეწველობის მინისტრ ვიტალი ვოვკს.
20 აპრილს საქართველოს მთავრობის წევრებმა მოიწონეს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, საგადასახადო ტვირთის შემცირებას ითვალისწინებს. რას ემსახურება მთავრობის საგადასახადო პოლიტიკა და რამდენად დროულად პასუხობს ეს და სხვა გადაწყვეტილებები ეკონომიკის სტიმულირებას?
თბილისში უკვე მე-17-დ გაიმართა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა სახელწოდებით „კავკასიის ტურისტული ბაზრობა“, რომელშიც 150-მდე ორგანიზაცია მონაწილეობდა.
ჩამოტვირთე მეტი