მიმდინარე კვირას გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კრედიტორებმა უკრაინას 19 მილიარდ დოლარის სესხი 20 პროცენტით შეუმცირეს. ეს ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული, თუმცა თვეების განმავლობაში უკრაინის უმსხვილესი კრედიტორები უარს აცხადებდნენ ამგვარი შეღავათის გაკეთებაზე.
კერძო კრედიტორთა კომიტეტი უკრაინისათვის ვალის 20%-ის ჩამოწერას დათანხმდა, ხოლო დანარჩენი ვალის გადახდის ვადა 4 წლით გაუხანგრძლივა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ 2015 წლის რთვლის საკოორდინაციო შტაბი თელავში გახსნა.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონში: დაიტბორა ქუჩების ნაწილი ზუგდიდში, ფოთსა და ხობში. განსაკუთრებული პრობლემები შეიქმნა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში, სადაც ათამდე ადგილობრივ ოჯახს დაეტბორა სახლი, ეზო და ყანები.
ბოლო დღეებში საქართველოში მოსულმა ნალექმა და სეტყვამ გლეხების საკმაოდ დიდი ნაწილი დააზარალა. წელს ხელისუფლების პასუხი მოსახლეობისთვის გარკვეულია: მათ, ვისაც აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობა არ მიუღია, ხელისუფლება ვერ აუნაზღაურებს დანაკარგს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კახელი მევენახეები წელსაც მიიღებენსუბსიდიას, თუმცა მთავრობა აღარ ჩაერევა ყურძნის ჩასაბარებელი ფასის დადგენაში.
ლარის სწრაფად გაუფასურების პროცესს ხელოვნური აჟიოტაჟით განპირობებულად მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ამბობს, რომ ხალხი შეცდომაში შეჰყავთ „უპასუხისმგებლო“ მედიასაშუალებებს.
ეკონომიკის მინისტრმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ, რადგან გუშინ საქართველოს ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
მსოფლიო ეკონომიკაში კრიზისული პერიოდი დგას. ნავთობზე ფასები ექვსი წლის მინიმუმზეა. ჩინეთის ეკონომიკის შენელებული ზრდის ფონზე, მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ფასები ეცემა - აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და რუსეთის ბირჟები ვარდნას განაგრძობენ.
ნიუ-იორკში, ორშაბათს გამართული ვაჭრობის დაწყებისთანავე „დოუ ჯონსის“ საფონდო ბირჟის ინდექსი 1000 პუნქტით დაეცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ჩინეთის საფონდო ბირჟების 8,5%-ით ვარდნის შესახებ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემებს აქვეყნებს. 2015 წლის იანვარ–ივლისის მდგომარეობით, სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 573 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 14 პროცენტით ნაკლებია.
საქართველოს ეროვნული ვალუტის ვარდნა კვლავ გრძელდება. მთავრობა ამის მიზეზებს ბიზნესის მიერ აშშ დოლარის დაზოგვაში ხედავს, საპარლამენტო უმრავლესობა ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერს.
ჩამოტვირთე მეტი