ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში ზოგიერთ კომერციულ ბანკში 22 იანვარს 2.5-ს გადააჭარბა. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ეს კურსი 2.46-მდე ადის.
სამთო კურორტ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაციის ვიზიტი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, დასასრულს უახლოვდება.
რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში სასამართლომ გამოსცა ყირიმელი თათრების ვეტერანი ლიდერის, მუსტაფა ჯემილევის დაპატიმრების ორდერი.
რუბლის კურსის დაცემის ფონია მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფება და რუსეთის ეკონომიკაზე ამ პროცესის უარყოფითი ზემოქმედება. 20 იანვარს ბარელი ნავთობის ფასად 27,84 დოლარი დაფიქსირდა.
ერთი ბარელი ნავთობი 2003 წლის შემდეგ პირველად იყიდებოდა 28 დოლარზე იაფად.
საქართველოს მთავრობა აპირებს ეკონომიკის განვითარების სტიმულირებას მასშტაბური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ცვლილებებით.
აკადემიის პირველი კურსი მიეძღვნა საჯარო პოლიტიკის როლს კერძო სექტორის განვითარებაში. ლიდერთა განვითარების აკადემიის ფარგლებში, კონკურსის გზით, 30 მონაწილე შეირჩა.
18 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ჯუღელი, "პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის" (PMCG) კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი.
ენერგეტიკის მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ „გაზპრომი“ საქართველოს, სომხეთისკენ გატარებული გაზის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას სთავაზობს.
აშშ ელის ირანთან ბირთვული შეთანხმების პირობების შესრულების თაობაზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას იმისთვის, რომ თეირანისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმება გახდეს შესაძლებელი.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლებასა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო იყოს.
ნავთობის ფასი ამ კვირაში უკვე მეორედ ჩასცდა ბარელში 30 დოლარს, რის ერთ-ერთ მიზეზადაც მიჩნეულია ირანიდან ნავთობის ექსპორტის მალე განახლების პერსპექტივა.
ჩამოტვირთე მეტი