საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2015 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკა 2.8 პროცენტით გაიზარდა.
შეერთებულ შტატებში, პენსილვანიის შტატში დაფუძნებული კომპანია „კალაშნიკოვ USA“ აცხადებს, რომ აპირებს საწარმოს გახსნას ფლორიდაში AK-47 ტიპის ავტომატური იარაღის დასამზადებლად.
ვალუტის გადამცვლელები ამბობენ, რომ, მაღალი კურსის მიუხედავად, დოლარზე მოთხოვნა გაიზარდა. ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ლარის გაუფასურების გამო მოსახლეობაში პანიკა გაჩნდა.
ყოველკვირეულ სატელევიზიო გადაცემა „ინტერVIEW“-ში სალომე ასათიანის სტუმარია პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი განიხილავენ აზერბაიჯანისთვის დახმარების გამოყოფის შესაძლებლობას, რათა ქვეყანა გაუმკლავდეს ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნით გამოწვეულ სირთულეებს.
28 იანვარს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ღაღანიძე, ეკონომიკის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
ერაყის ნავთობმრეწველობის მინისტრმა ადელ აბდულმაჰდიმ ქუვეითში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი სულ უფრო მეტ „მოქნილობას“ იჩენს „ოპეკთან“ თანამშრომლობისას.
დოლართან მიმართებაში ლარი კიდევ უფრო გაუფასურდა. ეროვნული ბანკის კურსით, ერთი დოლარის ფასი ორ-ნახევარ ლარს მიუახლოვდა, ხოლო კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ერთი დოლარი 2.5 ლარზე მეტი ღირს.
„ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, აფხაზეთში იძულებით დაწესებული გრაფიკი 15 აპრილამდე იმოქმედებს.
გასული კვირა კვლავ ლარის კურსის ცვლილებით აღინიშნა: რამდენიმეთვიანი წონასწორობის შემდეგ 2,4-მდე ფარგლებში, ლარის საბაზრო კურსმა თანდათან 1 დოლარი 2,5 ლართან ნიშნულს მიაღწია.
კვირის მიწურულს სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, სავალუტო რეზერვებიდან 20 მილიონი აშშ დოლარი გაეყიდა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს, რომელიც „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებშია ჩართული, ოპოზიცია პარლამენტში იბარებს.
ჩამოტვირთე მეტი