საქართველოში ტრანსპორტი ეკონომიკის ერთ-ერთი მზარდი და მომგებიანი მიმართულებაა. მიუხედავად ამისა, ის განვითარების მაღალი დონით არ გამოირჩევა, მათ შორის სამგზავრო გადაზიდვებიც, სადაც სიიაფეს ეწირება უსაფრთხოება და ხარისხი.
სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. ინვესტორი ქართულ-ირანული კომპანია GEOPARS-ია, რომელსაც პროექტის განსახორციელებლად, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სოფელ სუფსაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა.
თბილისში ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა ტარდება. გამოფენაში მონაწილეობს 80-მდე ჩინური კომპანია, მათ შორის, ტექსტილის, ელექტრონული ტექნიკის, სამედიცინო მოწყობილობების, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები და აგროსექტორის წარმომადგენლები.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველომ 4,32 ქულით 59-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის.
დღევანდელი გადაცემის სტუმარია მაია სიდამონიძე - სასტუმრო "ტერასის" დამფუძნებელი.
ამ დღეებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში „საგურამოჰესის“ გახსნის ცერემონია გაიმართა. „საგურამოჰესის“ მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დაიწყო და 2016 წლის სექტემბრისთვის ის უკვე გამოიმუშავებს ელექტროენერგიას.
28 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო პაატა შეშელიძე, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი.
ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორის გასული თვის მონაცემები გამოაქვეყნა. მონაცემების თანახმად, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი სექტემბრისათვის 14.6 მლრდ ლარი შეადგინა.
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მოლოდინთან ერთად საზოგადოებისთვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, თუ რა გზებით მოახერხებენ ისინი ევროპასთან დაკავშირებას და რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ეს მათთვის.
არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აფხაზებს სთავაზობს ბოტანიკური ბაღის გაშენებასა და უმაღლესი კლასის სასტუმროს აშენებას, მთელი მოგების ადგილზე დატოვების პერსპექტივით.
26 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ჭარაია, თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.
ჩამოტვირთე მეტი