მიმდინარე კვირის განმავლობაში ოპოზიციის ცხარე კრიტიკის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
საქართველოს ხელისუფლებამ 1 იავნრიდან საჯარო სექტორში ხარჯებისა და კადრების ოპტიმიზაცია დააანონსა, თუმცა ჯერჯერობით, ახალი წლის დადგომამდე სულ ორიოდე კვირით ადრე, გარკვეული არ არის, რა ფორმით განხორციელდება ოპტიმიზაცია.
ვინ უნდა ფლობდეს კულტურულ მემკვიდრეობას მისი უკეთესად შენარჩუნების მიზნით?
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 14 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვოს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტს შეადგენს.
წლის ბოლო თვეში ხელისუფლებას 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს. ცვლილებები ადასტურებს მთავრობის მიმართ ოპოზიციის მიერ წაყენებულ ბრალდებებს.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ 14 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.
ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს შორის მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.
საკრებულოში თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტი შევიდა. თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, 1 მილიონ 31ათასი ლარით გაიზარდა და 801 მილიონ 302 ათასი ლარი შეადგინა.
7-8 დეკემბერს თბილისში გაიმართა „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ (LED) მე-9 საერთაშორისო ფორუმი. მასში მონაწილეობა მიიღო 800-მდე სტუმარმა, 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივმა მომხსენებელმა.
ჩამოტვირთე მეტი